ესაია
2 ის ზღვით აგზავნის დესპანებს,
წყალზე მოცურავე ჭილის ნავებით, და ეუბნება:
„წადით, ფეხმარდო მაცნეებო,
მაღალ და გლუვკანიან ერთან,
ხალხთან, რომლისაც ყველგან ეშინიათ,+
დიდძალოვან, მძლეველ ერთან,
რომლის მიწაც მდინარეებმა წალეკეს!“
3 მიწის მკვიდრნო, დედამიწის მცხოვრებნო,
რასაც დაინახავთ, მთაზე აღმართული ნიშანივით იქნება,
რასაც მოისმენთ, საყვირის ხმის მსგავსი იქნება.
4 აი, რა მითხრა იეჰოვამ:
„მშვიდად ვიქნები და გადმოვხედავ ჩემს სამყოფელს*,
როგორც მზე აცხუნებს მიწას,
როგორც ცვარ-ნამი ეფინება რთვლის დროს.
5 რთვლის დაწყებამდე,
როცა ყვავილობა დასრულდება და ყურძენი სიმწიფეში შევა,
სასხლავით მოიკვეთება ლერწები
და მოშორდება პწკალები.
6 მთის მტაცებელ ფრინველებსა
და დედამიწის მხეცებს დარჩებათ ისინი.
ზაფხულში მტაცებელი ფრინველებისთვის იქცევიან სარჩოდ
და მოსავლის აღების დროს — დედამიწის ყოველი მხეცისთვის.