ესაია
6 მეფე უზიას სიკვდილის+ წელს ვიხილე ამაღლებულ ტახტზე მჯდომი იეჰოვა;+ მისი სამოსის კალთები ტაძარს ავსებდა. 2 სერაფიმები იდგნენ მის ზემოთ. თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა; ორით სახეს იფარავდნენ, ორით — ფეხებს, ხოლო ორით დაფრინავდნენ.
3 ერთი მეორეს გასძახოდა:
„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი!+
ყველაფერი დედამიწაზე მის დიდებას ირეკლავს!“
4 შეირყა ზღურბლთა ღერძები მათ შეძახილზე და ნელ-ნელა კვამლით აივსო ტაძარი.+
5 მაშინ ვთქვი: „ვაიმე!
მკვდარს დავემსგავსე,
რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ
და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ,+
ჩემმა თვალებმა კი მეფე, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იხილა!“
6 მაშინ ერთი სერაფიმი მოფრინდა ჩემთან, ხელში სამსხვერპლოდან მაშით+ აღებული გავარვარებული ნაკვერჩხალი ეჭირა.+ 7 ბაგეზე შემახო და მითხრა:
„აი, შეეხო ეს შენს ბაგეს
და ჩამოგშორდა დანაშაული,
მოგეტევა ცოდვა!“
8 გავიგონე იეჰოვას ხმა: „ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“+ ვუთხარი: „მე წავალ! მე გამგზავნე!“+
9 მან კი მითხრა: „წადი და უთხარი ამ ხალხს:
10 უგრძნობი გაუხადე ამ ხალხს გული,+
დაუხშე ყურები+
და დაუხუჭე თვალები,
რომ ვეღარ დაინახონ
და ვეღარ მოისმინონ,
გულით ვერ იგრძნონ
და არ მობრუნდნენ განსაკურნავად!“+
11 მაშინ ვთქვი: „როდემდე, იეჰოვა?“ მან მომიგო:
„სანამ ქალაქები ნანგრევებად არ იქცევა და არ გაუკაცრიელდება,
არ დაცარიელდება სახლები
და არ მოისპობა და არ გავერანდება მიწა;+
12 სანამ იეჰოვა არ მოიშორებს ადამიანებს+
და მთლიანად არ გაუდაბურდება ქვეყანა.
13 მეათედი დარჩება იქ და ისიც დაიწვება, როგორც დიდ ხეს ან მუხას წვავენ ხოლმე, და როგორც მათი მოჭრის შემდეგ რჩება ძირკვი, ასევე იქნება წმინდა შთამომავალი მისი ძირკვი“.