ოსია
7 „როცა ისრაელის განკურნებას ვცდილობ,
ეფრემის დანაშაულიც+
და სამარიის ბოროტებაც მჟღავნდება;+
ცრუობენ;+ ქურდები სახლებს ტეხენ
და ყაჩაღები გარეთ დაძრწიან.+
2 გულშიც კი არ ფიქრობენ, რომ მემახსოვრება მთელი მათი ბოროტება.+
გარემოცულნი არიან თავიანთი საქმეებით;
ჩემ თვალწინ არიან ისინი.
3 თავიანთი ბოროტებით მეფეს ახარებენ
და მზაკვრობით — მთავრებს.
4 ყველანი მრუშები არიან,
მცხობლის მიერ გახურებულ ღუმელს ჰგვანან,
ცეცხლს რომ ანელებს ცომის მოზელიდან აფუებამდე.
მან დამცინავებისკენ გაიწოდა ხელი.
6 გული გახურებულ ღუმელს უგავთ*.
მცხობელს მთელი ღამე სძინავს
და დილით ღუმელში ცეცხლი ბრიალებს.
7 ყველანი გავარვარებულ ღუმელს ჰგვანან,
ნთქავენ თავიანთ მმართველებს.
ეფრემი ცალ მხარეზე გამომცხვარ კვერს ჰგავს.
9 უცხოები აცლიან ძალას,+ მაგრამ თავად ვერ ხვდება ამას;
სრულად გაჭაღარავდა, თუმცა ვერ ამჩნევს.
10 ისრაელმა თავისი სიამაყით საკუთარი თავის წინააღმდეგ დაამოწმა,+
მაგრამ თავის ღმერთს, იეჰოვას, არ დაბრუნებია+
და არც შველა უთხოვია მისთვის.
11 ეფრემი უგუნურ და სულელ მტრედს დაემსგავსა.+
ეგვიპტეს მოუხმეს;+ ასურეთში გაიქცნენ.+
12 სადაც არ უნდა წავიდნენ, ბადეში გავხვევ.
ცის ფრინველებივით ძირს ჩამოვყრი.
გაფრთხილებისამებრ დავსჯი მათ.+
13 ვაი მათ, რადგან გამექცნენ!
გაპარტახდებიან, რადგან შემცოდეს!
მათ გამოსასყიდად მზად ვიყავი, მაგრამ სიცრუე ილაპარაკეს ჩემზე.+
მარცვლეულისა და ახალი ღვინის გამო თავს ისერავდნენ;
დამიპირისპირდნენ.
15 მე აღვზარდე ისინი, მკლავები გავუმაგრე,
მაგრამ დამიპირისპირდნენ და ავს იზრახავენ ჩემ წინააღმდეგ.
მახვილით დაიხოცებიან მთავრები თავიანთი უკმეხი ენის გამო;
ამიტომ აბუჩად აიგდებენ მათ ეგვიპტეში“.+