კანონი
2 «იეჰოვას სიტყვისამებრ უდაბნოსკენ წითელი ზღვის გზით წავედით+ და სეირის მთის მახლობლად მრავალი დღე მივდიოდით. 2 ბოლოს იეჰოვამ მითხრა: 3 „დიდი ხანია, რაც ამ მთის სიახლოვეს მიდიხართ; ახლა გეზი ჩრდილოეთისკენ აიღეთ. 4 უთხარი ამ ხალხს: ჩაუვლით სეირში მცხოვრები+ თქვენი ძმების, ესავის შთამომავლების,+ საზღვარს. მათ შეეშინდებათ თქვენი.+ ფრთხილად იყავით, 5 არ შეებრძოლოთ მათ, რადგან მათი მიწიდან ტერფისოდენა მიწასაც კი არ მოგცემთ. სეირის მთა ესავს მივეცი და მისი საკუთრებაა.+ 6 საჭმელშიც გადაიხადეთ ფული და წყალშიც,+ 7 რადგან გაკურთხათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა. მან კარგად იცის, როგორ იარეთ ამ უშველებელ უდაბნოში. ეს 40 წელი თქვენთან იყო იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არაფერი მოგკლებიათ“.+ 8 ჩავუარეთ ჩვენს ძმებს, სეირში მცხოვრებ ესავის შთამომავლებს,+ და არ წავსულვართ არაბის გზით, ელათისა და ეციონ-გებერის გავლით.+
შემდეგ გადავუხვიეთ და მოაბის+ უდაბნოს გზით წავედით. 9 იეჰოვამ მითხრა: „არ შეებრძოლოთ მოაბელებს, ომში არ ჩაებათ მათთან; მათი მიწის არცერთ ნაწილს არ მოგცემთ, რადგან არი ლოტის შთამომავლებს მივეცი და მათი საკუთრებაა+ 10 (იქ ადრე ემიმები+ ცხოვრობდნენ, მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი, ანაკიმებივით მაღლები. 11 რეფაიმებიც+ ანაკიმებივით+ იყვნენ; მოაბელები მათ ემიმებს ეძახდნენ. 12 სეირში ადრე ხორიელები+ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი ესავის შთამომავლებმა განდევნეს, გაანადგურეს და მათ ადგილზე დასახლდნენ.+ ასევე უნდა მოიქცეს ისრაელი აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად, რომელსაც მას იეჰოვა აძლევს). 13 ახლა ადექით და გადალახეთ ზერედის ხევი“. ჩვენც გადავლახეთ ზერედის ხევი.+ 14 კადეშ-ბარნეიდან წამოსვლის შემდეგ ზერედის ხევის გადალახვამდე 38 წელი გავიდა, ვიდრე მებრძოლთა მთელი თაობა არ დაიხოცა ბანაკში, როგორც იეჰოვას ჰქონდა დაფიცებული.+ 15 იეჰოვამ დასაჯა ისინი და ამოძირკვა ბანაკიდან; ყველა მათგანი დაიხოცა.+
16 მას შემდეგ, რაც მებრძოლთა შორის ცოცხალი აღარავინ დარჩა,+ 17 იეჰოვამ მითხრა: 18 „დღეს გადაკვეთთ მოაბის მიწას და არის მახლობლად გაივლით. 19 ამონელებს რომ ჩაუვლით, არ შეებრძოლოთ და არც გამოიწვიოთ. ამონელთა მიწის არცერთ ნაწილს არ მოგცემთ, რადგან ის ლოტის შთამომავლებს მივეცი და მათი საკუთრებაა.+ 20 ადრე ისიც რეფაიმების+ მიწად ითვლებოდა (იქ რეფაიმები ცხოვრობდნენ; ამონელები მათ ზამზუმიმებს ეძახდნენ. 21 ისინიც ანაკიმებივით+ მრავალრიცხოვანნი, ძლიერები და მაღლები იყვნენ, მაგრამ იეჰოვამ დაამარცხა; განდევნეს ისინი ამონელებმა და მათ ადგილზე დასახლდნენ. 22 იგივე მოიმოქმედა ესავის შთამომავლებისთვისაც, რომლებიც სეირში+ ცხოვრობენ; დაამარცხა მან ხორიელები.+ განდევნეს ესავის შთამომავლებმა ისინი და დღემდე მათ ადგილზე ცხოვრობენ. 23 ავიმები, რომლებიც ღაზამდე+ ცხოვრობდნენ, ქაფთორიდან წამოსულმა ქაფთორიმებმა+ გაანადგურეს და მათ ადგილზე დასახლდნენ).
24 წადით და გადალახეთ არნონის ხევი.+ ხელში ჩაგიგდეთ ხეშბონის ამორეველი მეფე სიხონი.+ შეებრძოლეთ მას და დაეპატრონეთ მის მიწას. 25 ამიერიდან მთელ ცისქვეშეთში ყველას, ვინც კი თქვენს ამბავს გაიგებს, თქვენდამი შიში შეიპყრობს, აფორიაქდებიან და აკანკალდებიან“.+
26 შემდეგ კედემოთის+ უდაბნოდან ხეშბონის მეფე სიხონს მაცნეები გავუგზავნე და შევუთვალე:+ 27 „გაგვატარე შენს მიწაზე, გზიდან არ გადავალთ, არც მარჯვნივ გადავუხვევთ და არც მარცხნივ.+ 28 მხოლოდ იმას შევჭამთ და იმას დავლევთ, რასაც მოგვყიდით. გაგვატარეთ, 29 როგორც სეირში მცხოვრებმა ესავის შთამომავლებმა და არში მცხოვრებმა მოაბელებმა გაგვატარეს. შემდეგ გადავლახავთ იორდანეს და შევალთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს“. 30 არ გაგვატარა ხეშბონის მეფე სიხონმა, რადგან იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, გააჯიუტა იგი და გული გაუქვავა*,+ რათა ხელში ჩაგვეგდო, და ასეც მოხდა.+
31 შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „თქვენ გადმოგეცით სიხონი და მისი მიწა. დაეპატრონეთ მას“.+ 32 გამოვიდა სიხონი თავისი ხალხით და შეგვებრძოლა იაჰაცში;+ 33 ხელში ჩაგვიგდო იგი იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ ის, მისი ძეები და მთელი მისი ჯარი. 34 დავიპყარით მაშინ მთელი მისი ქალაქები და მიწასთან გავასწორეთ; გავწყვიტეთ კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.+ 35 დაპყრობილი ქალაქებიდან პირუტყვი წამოვასხით და ნადავლი წამოვიღეთ. 36 არნონის+ ხევის პირას მდებარე აროერიდან და ამავე ხევის ქალაქიდან გალაადამდე არცერთი ქალაქის დაპყრობა არ გაგვჭირვებია, ყველა მათგანი ხელში ჩაგვიგდო იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა.+ 37 ჩვენ არც კი მივახლოებივართ ამონელთა+ მიწას, იაბოკის+ ხევის ნაპირს, არც მთიანი მხარის ქალაქებს და არცერთ ადგილს, სადაც იეჰოვამ აგვიკრძალა შესვლა».