41 მათთან ერთად იყვნენ ჰემანი, იედუთუნი+ და სხვა არჩეული კაცები, რომლებიც იეჰოვას მადლობას სწირავდნენ+ და გალობდნენ, მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*.+42 ჰემანი+ და იედუთუნი უკრავდნენ საყვირებს, წინწილებსა და სხვა საკრავებს ღვთის განსადიდებლად, იედუთუნის ძეები+ კი კარიბჭესთან იდგნენ.
3 იედუთუნის+ ვაჟთაგან — გედალია, ცერი, იეშაია, შიმეი, ხაშაბია და მათითია+ — ექვსნი; მათ თავიანთი მამა, იედუთუნი, ზედამხედველობდა, რომელიც ქნარის თანხლებით წინასწარმეტყველებდა, და მადლობდა და ადიდებდა იეჰოვას;+