მატიანე — წიგნი პირველი
16 მიიტანეს ღვთის კიდობანი და იმ კარავში დადგეს, რომელიც დავითს კიდობნისთვის ჰქონდა გაშლილი.+ შემდეგ დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.+ 2 როცა დაასრულა დავითმა დასაწვავი მსხვერპლისა+ და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა,+ დალოცა ხალხი იეჰოვას სახელით. 3 ჩამოურიგა ყველას, კაცსაც და ქალსაც, თითო მრგვალი პური და ფინიკისა და ქიშმიშის თითო-თითო კვერი*. 4 დააყენა ზოგიერთი ლევიანი იეჰოვას კიდობნის წინ მსახურების შესასრულებლად+ და ისრაელის ღვთისთვის, იეჰოვასთვის, პატივის მისაგებად, მადლობის შესაწირავად და მის განსადიდებლად. 5 მათი ხელმძღვანელი იყო ასაფი,+ მას ეხმარებოდა ზაქარია; იეიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაია, ობედ-ედომი და იეიელი+ ქნარებსა და სხვა სიმებიან საკრავებს უკრავდნენ,+ ასაფი კი — წინწილებს.+ 6 მღვდლები ბენაია და იახაზიელი ღვთის შეთანხმების კიდობნის წინ საყვირებს აყვირებდნენ.
7 იმ დღეს პირველად უძღვნა დავითმა იეჰოვას საგალობელი, რომელიც ასაფმა+ და მისმა მოძმეებმა შეასრულეს:
10 იამაყეთ მისი წმინდა სახელით;+
გულით გაიხარონ იეჰოვას მძებნელებმა!+
11 ეძებეთ იეჰოვა+ და მისი ძალა,
მუდამ ესწრაფეთ მისგან წყალობის მიღებას.+
12 გახსოვდეთ მისი საოცარი საქმეები,+
მისი მრავალი სასწაული და განაჩენი,
13 ისრაელის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+
იაკობის ძეებო, ღვთის რჩეულნო!+
14 ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+
მისი სამართალი მთელ დედამიწაზე ვრცელდება.+
15 მარადიულად გახსოვდეთ მისი შეთანხმება,
ათასი თაობისთვის მიცემული პირობა,+
16 აბრაამთან დადებული შეთანხმება+
და ისაკისთვის მიცემული ფიცი,+
21 მან არავის დააჩაგვრინა ისინი,+
მეფეებსაც კი აფრთხილებდა მათ გამო:+
22 ჩემს ცხებულებს ხელი არ ახლოთ
და ჩემს წინასწარმეტყველებს არაფერი დამართოთო!+
23 უგალობეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!
დღემუდამ ახარეთ, რომ ის მხსნელია!+
24 უამბეთ მისი სიდიადის შესახებ ერებს
და მის საოცარ საქმეებზე — ხალხებს,
25 რადგან დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები,
ყველა ღმერთზე შიშის მომგვრელია იგი.+
29 განადიდეთ იეჰოვა მისი სახელის გამო,+
ძღვნით წარდექით მის წინაშე,+
30 მის წინაშე თრთოდეთ, დედამიწის მკვიდრნო!
მტკიცედაა დაფუძნებული დედამიწა, არასდროს შეირყევა.+
32 იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,
იხარონ ველ-მინდვრებმა და ყველაფერმა, რაც მათზეა!
33 ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს იეჰოვას წინაშე,
რადგან მოდის იგი დედამიწის გასასამართლებლად!
35 უთხარით: „გვიხსენი, ღმერთო, ჩვენო მხსნელო,+
შეგვკრიბე და გვიხსენი სხვა ერებისგან,
რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს+
და სიხარულით გიძღვნიდეთ ქებას.+
36 მარადიულად იდიდოს იეჰოვამ,
ისრაელის ღმერთმა!“»
მთელმა ხალხმა თქვა: „ამინ!“, და განადიდეს მათ იეჰოვა.
37 დავითმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანთან დატოვა ასაფი+ და მისი მოძმეები, რათა მუდამ კიდობნის წინ ემსახურათ+ და ყოველდღიურად შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა.+ 38 ობედ-ედომი და მისი მოძმეები, სულ 68 კაცი, აგრეთვე იედუთუნის ძე ობედ-ედომი და ხოსა კარიბჭის მცველები იყვნენ. 39 მღვდელი ცადოკი+ სხვა მღვდლებთან ერთად გაბაონში,+ სათაყვანო მაღლობზე, იეჰოვას კარვის წინ მსახურობდა; 40 ისინი ყოველდღიურად, დილა-საღამოს, დასაწვავ მსხვერპლს სწირავდნენ იეჰოვას დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე და ყველაფერს აკეთებდნენ, რაც იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემულ კანონში ეწერა.+ 41 მათთან ერთად იყვნენ ჰემანი, იედუთუნი+ და სხვა არჩეული კაცები, რომლებიც იეჰოვას მადლობას სწირავდნენ+ და გალობდნენ, მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*.+ 42 ჰემანი+ და იედუთუნი უკრავდნენ საყვირებს, წინწილებსა და სხვა საკრავებს ღვთის განსადიდებლად, იედუთუნის ძეები+ კი კარიბჭესთან იდგნენ. 43 მთელი ხალხი სახლებში წავიდ-წამოვიდა; დავითიც შინ დაბრუნდა თავისი სახლეულობის დასალოცად.