-
ესაია 6:1-3ბიბლია
-
-
6 მეფე უზიას სიკვდილის+ წელს ვიხილე ამაღლებულ ტახტზე მჯდომი იეჰოვა;+ მისი სამოსის კალთები ტაძარს ავსებდა. 2 სერაფიმები იდგნენ მის ზემოთ. თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა; ორით სახეს იფარავდნენ, ორით — ფეხებს, ხოლო ორით დაფრინავდნენ.
3 ერთი მეორეს გასძახოდა:
„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი!+
ყველაფერი დედამიწაზე მის დიდებას ირეკლავს!“
-
-
ეზეკიელი 1:27, 28ბიბლია
-
-
27 დავინახე რაღაც, ოქროსა და ვერცხლის შენადნობივით მოელვარე, ცეცხლისმაგვარი სინათლე,+ რომელიც იფრქვეოდა იქიდან, რაც მის წელსა და ზედა ნაწილს ჰგავდა; რაღაც ცეცხლისმაგვარი+ მის წელს ქვემოთაც დავინახე. იგი ბრწყინვალებით იყო გარემოცული. 28 ეს ბრწყინვალება წვიმიან დღეს ღრუბლებში გამოჩენილ ცისარტყელას ჰგავდა;+ აი, ასეთი იყო ის მბრწყინავი სინათლე. ეს იეჰოვას დიდების მსგავსი რამ იყო.+ როცა ეს ვიხილე, პირქვე დავემხვე და გავიგონე, რომ ვიღაც ლაპარაკობდა.
-