მეფეები — წიგნი პირველი
11 უყვარდა მეფე სოლომონს უცხოტომელი ქალები:+ ფარაონის ასული+ და მოაბელი,+ ამონელი,+ ედომელი, სიდონელი+ და ხეთელი+ ქალები. 2 ისინი იმ ერებიდან იყვნენ, რომელთა შესახებაც იეჰოვას ისრაელებისთვის ნათქვამი ჰქონდა, ნუ შეერევით* მათ, თორემ თავიანთი ღმერთების თაყვანისმცემლებად გაქცევენო;+ მაგრამ სოლომონს ძლიერ უყვარდა ისინი. 3 სოლომონს 700 ცოლი ჰყავდა, დიდგვაროვანი ქალები, და 300 ხარჭა; მათ სწორი გზიდან გადაახვევინეს სოლომონს. 4 მას სიბერეში+ სხვა ღმერთების თაყვანისცემა დააწყებინეს ცოლებმა;+ ის მამამისივით არ ერთგულობდა იეჰოვას, თავის ღმერთს. 5 ემსახურებოდა სოლომონი სიდონელთა ქალღმერთ აშთორეთს+ და ამონელთა საზიზღარ ღმერთ მილქომს.+ 6 ბოროტებას სჩადიოდა სოლომონი იეჰოვას თვალში და არ იყო იეჰოვას ერთგული მამამისი დავითივით.+
7 მაშინ აუგო სოლომონმა იერუსალიმის პირდაპირ, მთაზე, მოაბელთა საზიზღარ ღმერთ ქემოშსა და ამონელთა საზიზღარ ღმერთ+ მოლექს+ სათაყვანო მაღლობები.+ 8 ააგო სათაყვანო მაღლობები თავისი უცხოელი ცოლებისთვისაც, რომლებიც იქ შესაწირავს წვავდნენ და უბოლებდნენ თავიანთ ღმერთებს.
9 განრისხდა იეჰოვა სოლომონზე, რადგან დაშორდა იგი იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ რომელიც ორჯერ ეჩვენა+ 10 და უბრძანა, სხვა ღმერთებისთვის არ ემსახურა,+ მაგრამ ის არ დაემორჩილა იეჰოვას ბრძანებას. 11 ამიტომ უთხრა იეჰოვამ სოლომონს: „რაკი ასე მოიქეცი და არ დაიცავი ჩემი შეთანხმება და წესები, წაგართმევ სამეფოს და შენს ერთ-ერთ მსახურს მივცემ.+ 12 ოღონდ ამას შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ მამაშენის, დავითის გულისთვის. შენს ვაჟს წავართმევ სამეფოს,+ 13 თუმცა არა მთლიანად;+ ერთ ტომს მივცემ შენს ვაჟს+ ჩემი მსახურის, დავითისა, და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც ამოვირჩიე“.+
14 მტრად გადაჰკიდა იეჰოვამ სოლომონს+ ედომელი ჰადადი ედომის სამეფო ოჯახიდან.+ 15 მას შემდეგ, რაც დავითმა ედომი დაამარცხა,+ ხოლო დახოცილთა დასამარხად წასულმა მხედართმთავარმა იოაბმა ყველა მამაკაცი გაწყვიტა ედომში 16 (ექვსი თვე დარჩნენ იქ იოაბი და მთელი ისრაელი, სანამ არ ამოხოცეს მამაკაცები ედომში), 17 ჰადადი მამამისის რამდენიმე ედომელ მსახურთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. იმ დროს ჰადადი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო. 18 ისინი ჯერ მიდიანიდან ფარანისკენ+ გაემართნენ და წაიყვანეს იქაურები, შემდეგ კი ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, ჩავიდნენ. მისცა მას ფარაონმა სახლი და მიწა და სარჩოთიც ამარაგებდა. 19 წყალობა პოვა ჰადადმა ფარაონის თვალში და მანაც მიათხოვა თავისი ცოლის, დედოფალ თახფენესის, და. 20 თახფენესის დამ გაუჩინა ჰადადს ვაჟი, გენუბათი. თახფენესმა ფარაონის სასახლეში გაზარდა* ის. ფარაონის შვილებთან ერთად ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის სასახლეში.
21 მას შემდეგ, რაც ჰადადმა გაიგო, რომ განისვენა დავითმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მოკვდა მხედართმთავარი იოაბიც,+ უთხრა ფარაონს: „გამიშვი, რომ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე!“ 22 ფარაონმა მიუგო: „რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში წასვლა რომ მოინდომე?“ მან მიუგო: „არაფერი, მაგრამ, გთხოვ, გამიშვი!“
23 ღმერთმა მას კიდევ ერთი მტერი გადაჰკიდა,+ რეზონი, ელიადას ვაჟი, რომელიც თავის ბატონს, ცობის მეფე ჰადადეზერს,+ გამოქცეოდა. 24 როცა დავითმა ცობელები დაამარცხა, რეზონმა ხალხი შემოიკრიბა და მოთარეშეთა რაზმის მეთაური გახდა.+ ისინი დამასკოში წავიდნენ,+ იქ დასახლდნენ და დაეპატრონნენ დამასკოს. 25 ჰადადთან ერთად ისიც მტრობდა და ზიანს აყენებდა ისრაელს სოლომონის დროს. ის სირიაზე მეფობდა და სძულდა ისრაელი.
26 აუმხედრდა მეფეს იერობოამიც,+ ეფრემელი ნებატის ძე ცერედიდან, სოლომონის მსახური,+ რომლის დედაც ქვრივი ცერუა იყო.+ 27 აი, რატომ აუმხედრდა მეფეს: მილო* ააშენა სოლომონმა+ და მამამისის, დავითის, ქალაქის გალავანი გაამთლიანა.+ 28 უნარიანი კაცი იყო იერობოამი. დაინახა სოლომონმა, რომ იგი გამრჯე ყმაწვილი იყო, ამიტომ ზედამხედველად დაუყენა+ იოსების შთამომავლებს, სავალდებულო სამუშაოს შემსრულებლებს. 29 გავიდა იერობოამი იერუსალიმიდან და გზაში შილოელ წინასწარმეტყველ ახიას+ შეხვდა. ახიას ახალი მოსასხამი ემოსა; მხოლოდ ორნი იყვნენ მინდორში. 30 მოჰკიდა ხელი ახიამ თავის ახალ მოსასხამს და 12 ნაწილად დახია. 31 მან იერობოამს უთხრა:
«შენი იყოს ათი ნაგლეჯი, რადგან ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „წავართმევ სოლომონს სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს!+ 32 ერთი ტომი დარჩება მას+ ჩემი მსახურის, დავითისა+ და იერუსალიმის, იმ ქალაქის გულისთვის, რომელიც ისრაელის ტომთა სამკვიდროებიდან ამოვირჩიე.+ 33 ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ მიმატოვეს+ და პირქვე ემხობიან აშთორეთის — სიდონელთა ქალღმერთის, ქემოშის — მოაბის ღმერთის, და მილქომის — ამონელთა ღმერთის წინაშე; არ დადიან ჩემი გზით და არასწორად იქცევიან ჩემს თვალში, არ იცავენ ჩემს წესებსა და სამართალს, როგორც მამამისი დავითი იცავდა; 34 თუმცა მთელ სამეფოს არ წავართმევ; მთავრად მეყოლება დანიშნული მთელი მისი სიცოცხლე დავითის, ჩემი მსახურის გამო, რომელიც მე ამოვირჩიე,+ ვინაიდან ემორჩილებოდა იგი ჩემს მცნებებსა და წესებს. 35 წავართმევ სამეფოს მის ვაჟს და შენ მოგცემ მას, ათ ტომს.+ 36 მის ვაჟს ერთ ტომს მივცემ, არასდროს რომ არ ჩაუქრეს ლამპარი ჩემს მსახურ დავითს ჩემ წინაშე იერუსალიმში,+ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიე. 37 შენ ამოგირჩევ და შენ გაგაბატონებ ყველაფერზე, რაზეც მოისურვებ; შენ გახდები ისრაელის მეფე! 38 თუ დაიცავ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ, ჩემი გზით ივლი, სწორად მოიქცევი ჩემს თვალში, დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი იცავდა,+ შენთან ვიქნები და მტკიცე სახლს* აგიშენებ, როგორც დავითს ავუშენე,+ და შენ მოგცემ ისრაელს! 39 დავამდაბლებ დავითის შთამომავლობას ყოველივე ამის გამო,+ ოღონდ არა სამუდამოდ!“»+
40 მოკვლა დაუპირა სოლომონმა იერობოამს. ამიტომ გაიქცა იერობოამი ეგვიპტეში, შიშაკთან,+ ეგვიპტის მეფესთან,+ და სოლომონის სიკვდილამდე იქ დარჩა.
41 სოლომონის სიბრძნისა და მისი დანარჩენი საქმეების, იმ ყოველივეს შესახებ, რაც მან გააკეთა, სოლომონის მატიანეშია ჩაწერილი.+ 42 სოლომონი ისრაელს 40 წელი განაგებდა იერუსალიმიდან. 43 განისვენა სოლომონმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს იგი დავითის, მამამისის, ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი რობოამი+ გამეფდა.