მატიანე — წიგნი მეორე
2 სოლომონმა ბრძანა, რომ იეჰოვას სახელზე ტაძარი აეშენებინათ,+ თავისთვის კი — სასახლე.+ 2 მან 70 000 კაცი მზიდავად დანიშნა, 80 000 კაცი — მთაში ქვის მჭრელად,+ 3 600 კაცი კი — მათ ზედამხედველად.+ 3 შეუთვალა სოლომონმა ტვიროსის მეფე ხირამს:+ „მეც ისე მომექეცი, როგორც მამაჩემს, დავითს, ექცეოდი და უგზავნიდი კედრებს, რომ აეშენებინა თავისთვის სასახლე.+ 4 აი, ვაშენებ ტაძარს ჩემი ღვთის, იეჰოვას, სახელზე, რომ განვწმინდო ის მისთვის, რომ სურნელოვანი საკმეველი ვუკმიო,+ რომ მუდმივად იდოს იქ წარსადგენი პური+ და რომ დასაწვავი მსხვერპლი შევწირო დილა-საღამოს,+ შაბათობით,+ ახალმთვარობებისა+ და იეჰოვას, ჩვენი ღვთის, დღესასწაულების დროს;+ ეს სამარადისო ვალდებულებაა ისრაელისთვის. 5 ტაძარი, რომელსაც ვაშენებ, დიდებული იქნება, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა სხვა ღმერთზე დიდებულია. 6 ვის შესწევს იმის ძალა, რომ ტაძარი აუშენოს მას?! ვერ იტევს მას ვერც ზეცა და ვერც ზეცათა ზეცა,+ და ვინ ვარ მე, რომ ტაძარი ავუშენო მას?! მხოლოდ იმისთვის თუ ავუშენებ ტაძარს, რომ მის წინაშე მსხვერპლი შევწირო. 7 გამომიგზავნე მცოდნე კაცი, რომელიც იმუშავებს ოქრო-ვერცხლზე, სპილენძზე,+ რკინაზე, იისფერ მატყლზე, შინდისფერ და ლურჯ ძაფებზე, და ჩუქურთმების კვეთაც ეცოდინება. ის იუდასა და იერუსალიმში მამაჩემის, დავითის მიერ შერჩეულ ოსტატებთან ერთად იმუშავებს.+ 8 გამომიგზავნე კედრის, ღვიისა+ და სანდალოზის+ მორები ლიბანიდან, რადგან ვიცი, რომ შენი მსახურები გამოცდილნი არიან ლიბანის ხეების ჭრაში.+ შენს მსახურებთან ერთად ჩემი მსახურებიც იმუშავებენ;+ 9 დამიმზადონ დიდძალი ხე-ტყე, რადგან დიდებულზე დიდებული იქნება ტაძარი, რომელსაც ვაშენებ. 10 შენს მსახურებს, ტყისმჭრელებს, მივცემ+ 20 000 ქორ* ხორბალს, 20 000 ქორ ქერს, 20 000 ბათ* ღვინოსა და 20 000 ბათ ზეთს“.
11 ტვიროსის მეფე ხირამმა წერილობით შეუთვალა სოლომონს: „უყვარს იეჰოვას თავისი ხალხი, ამიტომაც გაგამეფა მათზე“. 12 ხირამმა სოლომონს ესეც შეუთვალა: „დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, ცისა და დედამიწის შემოქმედს, რადგან ბრძენი ვაჟი მისცა დავით მეფეს,+ წინდახედული და გონიერი,+ რომელიც იეჰოვასთვის ტაძარს აშენებს და თავისთვის — სასახლეს. 13 გიგზავნი დახელოვნებულ და თავისი საქმის უბადლოდ მცოდნე კაცს, ხირამ-აბის,+ 14 დანისტომელი ქალისა და ტვიროსელი კაცის ვაჟს; კაცს, რომელსაც აქვს ოქრო-ვერცხლზე, სპილენძზე, რკინაზე, ქვაზე, ხეზე, იისფერ მატყლზე, ლურჯსა და შინდისფერ ძაფებზე და ძვირფას ქსოვილებზე მუშაობის გამოცდილება.+ მას ყველანაირი ჩუქურთმის კვეთა და ყველანაირი გეგმის განხორციელება შეუძლია;+ ის შენს ოსტატებთან და მამაშენის, ჩემი ბატონის, დავითის, ოსტატებთან ერთად გააკეთებს საქმეს. 15 გამოუგზავნე, ჩემო ბატონო, დაპირებული ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო შენს მსახურებს,+ 16 ჩვენ კი იმდენ ხეს მოვჭრით ლიბანში,+ რამდენიც დაგჭირდება, და ტივებად შეკრულს ზღვით ჩამოგიტანთ იოპემდე,+ შენ კი იერუსალიმში წაიღებ“.+
17 აღრიცხა სოლომონმა ისრაელებს შორის მცხოვრები ყველა უცხოელი მამაკაცი+ მამამისის, დავითის მიერ ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ.+ აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი 153 600 იყო. 18 მათგან 70 000 მზიდავად დააყენა, 80 000 — მთაში ქვის მჭრელად+ და 3 600 — მათ ზედამხედველად.+