დანიელი
10 სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის მე-3 წელს დანიელმა, რომელსაც ბელტეშაცარი+ დაარქვეს, ცნობა მიიღო; ეს ცნობა ჭეშმარიტი იყო და დიდ ბრძოლას ეხებოდა. ის ჩასწვდა ამ ცნობას; მას აუხსნეს ნანახი.
2 იმ დროს მე, დანიელი, სამი კვირა ვგლოვობდი.+ 3 ნოყიერი საჭმელი არ მიჭამია, ხორცსა და ღვინოს არ გავკარებივარ და ზეთი არ მიცხია სამი კვირის განმავლობაში. 4 პირველი თვის 24-ე დღეს, როცა დიდი მდინარის, ხიდეკელის*+ პირას ვიყავი, 5 გავიხედე და დავინახე სელის სამოსით+ შემოსილი კაცი, რომელსაც უფაზის ოქროს სარტყელი ერტყა. 6 ტანი ქრიზოლითს+ მიუგავდა, სახე — ელვას, თვალები — ცეცხლოვან ჩირაღდნებს, მკლავები და ფეხები — გაპრიალებულ სპილენძს;+ ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონება, ხალხი ლაპარაკობსო. 7 ეს ხილვა მხოლოდ მე, დანიელმა, ვიხილე, ჩემთან მყოფ კაცებს არ უხილავთ,+ თუმცა შიშისგან აკანკალდნენ, გაიქცნენ და დაიმალნენ.
8 მარტო დავრჩი. როცა ეს დიდებული ხილვა ვიხილე, ძალ-ღონე გამომეცალა და ფერი წამივიდა.+ 9 გავიგონე მისი ლაპარაკი; როცა ის ლაპარაკობდა, პირქვე დამხობილს ღრმად ჩამეძინა.+ 10 შემდეგ ხელი შემახო,+ შემანჯღრია, მუხლებსა და ხელებზე დამაყენა 11 და მითხრა:
„დანიელ, ძვირფასო ადამიანო,+ ყური დამიგდე, სიტყვა მაქვს სათქმელი. წამოდექი, რადგან შენთან ვარ გამოგზავნილი“.
ეს რომ მითხრა, აკანკალებული წამოვდექი.
12 შემდეგ მითხრა: „ნუ გეშინია,+ დანიელ! პირველივე დღიდან მოყოლებული, რაც გულით მოიწადინე მომავლის გაგება და ღვთის წინაშე დაიმდაბლე თავი, ღმერთი ისმენს შენს სიტყვებს; მეც შენი სიტყვების გამო მოვედი,+ 13 მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი+ 21 დღე მეწინააღმდეგებოდა. შემდეგ მიქაელი*,+ ერთ-ერთი აღმატებული მთავარი, ჩემ დასახმარებლად მოვიდა; მთელი ამ ხნის მანძილზე სპარსეთის მეფეებთან ვიყავი. 14 ახლა მოვედი, რომ გაგაგებინო, რა დაემართება შენს ხალხს უკანასკნელ დღეებში,+ რადგან ეს ხილვა მომავალს ეხება“.+
15 ეს სიტყვები რომ მითხრა, მიწას დავაცქერდი და ენა ჩამივარდა. 16 შემდეგ იგი, ადამიანის მსგავსი, ბაგეზე შემეხო,+ გავაღე პირი, ავმეტყველდი და ჩემ წინ მდგომს ვუთხარი: „ჩემო ბატონო, ამ ხილვის გამო კანკალმა ამიტანა და ძალა აღარ შემრჩა.+ 17 როგორ დაელაპარაკოს ჩემი ბატონის მსახური ჩემს ბატონს?!+ ძალა აღარა მაქვს, სუნთქვა შემეკრა“.+
18 იგი, ადამიანის მსგავსი, კვლავ შემეხო და გამაძლიერა.+ 19 მან მითხრა: „ნუ გეშინია,+ ძვირფასო ადამიანო!+ მშვიდობა ნუ მოგაკლდება,+ გამაგრდი, გამაგრდი!“ როგორც კი ეს მითხრა, ძალა მომეცა და ვუთხარი: „ილაპარაკოს ჩემმა ბატონმა, შენ ხომ გამაძლიერე“.
20 მან მითხრა: „იცი, შენთან რისთვის მოვედი? ახლა წავალ, დავბრუნდები სპარსეთის მთავართან+ და შევებრძოლები; მე რომ წავალ, საბერძნეთის მთავარიც მოვა. 21 თუმცა გეტყვი იმას, რაც ჭეშმარიტების წიგნში წერია; ამაში მხარს ისე არავინ მიჭერს, როგორც თქვენი მთავარი+ მიქაელი“.+