ქებათა ქება
7 „როგორ შვენის შენს ლამაზ ფეხებს სანდლები,
კეთილშობილო ასულო!
შენი თეძოები ჩუქურთმებს ჰგავს,
ოსტატის ნახელავს.
2 შენი ჭიპი მრგვალი თასივითაა;
ნუ მოაკლდება მას შეზავებული ღვინო.
მუცელი ხორბლის გროვას მიგიგავს,
შროშნებით გარშემორტყმულს.
4 შენი კისერი+ სპილოს ძვლის კოშკივითაა+
შენი ცხვირი ლიბანის კოშკსა ჰგავს,
დამასკოს რომ გადაჰყურებს.
შენი გაშლილი თმა მეფეს ატყვევებს.
6 რა ლამაზი და რა მშვენიერი ხარ,
საყვარელო გოგონავ, უდიდესო ნეტარებავ!
8 ვთქვი, ავალ პალმის ხეზე
და მის მტევნებს მოვწყვეტ-მეთქი.
ნეტავ ვაზის მტევნებად იქცეოდეს შენი ძუძუები,
შენს სუნთქვას ვაშლის სურნელი სდიოდეს
9 და შენი პირი საუკეთესო ღვინოსავით იყოს“.
„დაე მიირთვას ის ჩემმა სატრფომ,
მძინარეთა ბაგეებზე ნაზად რომ იღვრება.
12 ადრიანად ავდგეთ და ვენახებისკენ გავემართოთ,
ვნახოთ, გამოიტანა თუ არა ვაზმა ყლორტები
და აყვავილდა თუ არა,+
გამოიტანა თუ არა ბროწეულმა ყვავილი;+
იქ მოგეალერსები.+
ძველი თუ ახალი,
ჩემო საყვარელო, შენთვის მაქვს შენახული“.