მალაქია
4 „მოდის ღუმელივით+ გავარვარებული დღე და ყველა კადნიერსა და ბოროტმოქმედს ნამჯად აქცევს. შთანთქავს მათ ის დღე, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — არც ფესვს შეარჩენს მათ და არც ტოტს. 2 თქვენ კი, ჩემი სახელის მოშიშნო, ამოგიბრწყინდებათ სიმართლის მზე, რომლის სხივებსაც განკურნების ძალა ექნება, და ნასუქი ხბოებივით იკუნტრუშებთ.
3 გათელავთ ბოროტებს. იმ დღეს, როცა ვიმოქმედებ, მტვრად იქცევიან ისინი თქვენ ფეხქვეშ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
4 გაიხსენეთ ჩემი მსახურის, მოსეს, კანონი, ის წესები და სამართალი, რომელიც ხორებში გადავეცი მთელი ისრაელისთვის.+
5 გამოგიგზავნით ელია წინასწარმეტყველს+ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე.+ 6 ის გულს მოუბრუნებს მამებს ძეებისკენ+ და ძეებს მამებისკენ, რომ არ მოვიდე, არ დავკრა დედამიწას და არ გავანადგურო“.
(ებრაულ-არამეული წერილების დასასრული. ამის შემდეგ იწყება ქრისტიანულ-ბერძნული წერილები).