სამუელი — წიგნი მეორე
24 კვლავ განრისხდა იეჰოვა ისრაელზე,+ როცა ვიღაცამ წააქეზა დავითი, წადი, აღრიცხე+ ისრაელები და იუდასტომელებიო.+ 2 სთხოვა მეფემ იოაბს,+ თავის მხედართმთავარს: „მოიარეთ ისრაელის ყველა ტომი დანიდან ბეერ-შებამდე+ და აღრიცხეთ ხალხი, რომ გავიგო მათი რიცხვი!“ 3 იოაბმა მეფეს უთხრა: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, გააასმაგოს თავისი ხალხი და მეფე-ბატონმა ეს თავისი თვალით იხილოს, მაგრამ რატომ მოინდომა მეფემ ეს?“
4 მეფემ თავისი არ დაიშალა; ბოლოს დაემორჩილნენ მას იოაბი და ლაშქრის მეთაურები, წამოვიდნენ მეფისგან და გაემართნენ ისრაელების აღსარიცხავად.+ 5 გადალახეს იორდანე და აროერთან+ დაბანაკდნენ, იმ ქალაქის სამხრეთით, ხევის შუაში რომ არის, იქიდან კი ჯერ გადისკენ, ხოლო შემდეგ იაზერისკენ+ გაემართნენ. 6 მივიდნენ გალაადში,+ თახთიმ-ხოდშის მიწაზე, საიდანაც დან-იაანისკენ გაემართნენ და შემდეგ სიდონისკენ+ წავიდნენ. 7 იქიდან მივიდნენ ციხე-ქალაქ ტვიროსში,+ მოიარეს ხიველებისა+ და ქანაანელების ქალაქები და ბოლოს იუდას ნეგებში,+ ბეერ-შებაში,+ გაჩერდნენ. 8 მოიარეს მთელი ქვეყანა და 9 თვისა და 20 დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ. 9 აცნობა იოაბმა მეფეს აღრიცხული ხალხის რაოდენობა; ისრაელში 800 000 მეომარი აღირიცხა, იუდაში კი — 500 000.+
10 დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ გული მსჯავრს სდებდა.+ უთხრა მან იეჰოვას: „დიდად შევცოდე,+ ეს რომ გავაკეთე. იეჰოვა, გთხოვ, აპატიე დანაშაული შენს მსახურს,+ რადგან მეტისმეტად უგუნურად მოვიქეცი!“+ 11 როცა ადგა დილით დავითი, იეჰოვამ წინასწარმეტყველ გადს,+ დავითის წინასწარმხილველს, უთხრა: 12 „წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს იეჰოვა, სამ სასჯელს დაგისახელებ და თავად აირჩიე, რომლით დაგსაჯო-თქო“.+ 13 მივიდა გადი დავითთან და ჰკითხა: „რა გირჩევნია: შვიდი წელი იყოს შიმშილობა შენს ქვეყანაში,+ სამი თვე გაურბოდე მტერს, შენს მდევნელს,+ თუ სამი დღე იყოს ჭირი შენს ქვეყანაში?+ აწონ-დაწონე, რა ვუპასუხო ჩემს გამომგზავნელს!“ 14 მიუგო დავითმა გადს: „დიდად დამამწუხრა ამ ამბავმა, მაგრამ კაცის ხელში ჩავარდნას+ ისევ იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია,+ რადგან დიდად მოწყალეა იგი!“+
15 დილიდანვე მოუვლინა იეჰოვამ ჭირი+ ისრაელს დათქმულ დრომდე და 70 000 კაცი გაწყდა+ დანიდან ბეერ-შებამდე.+ 16 როცა ანგელოზმა იერუსალიმისკენ გაიწოდა ხელი მის შესამუსრავად, იეჰოვამ აღარ გაიმეტა ხალხი ამ უბედურებისთვის+ და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი!“ იეჰოვას ანგელოზი იებუსელი+ არავნას კალოსთან+ იყო გაჩერებული.
17 დაინახა დავითმა ანგელოზი, რომელიც ხალხს მუსრავდა, და შეღაღადა იეჰოვას: „მე შევცოდე და მე დავაშავე, ამ ხალხმა+ რა დააშავა?! მე და მამაჩემის სახლეულობას მოგვკითხე პასუხი!“+
18 იმავე დღეს მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ადი იებუსელი არავნას კალოზე და სამსხვერპლო აღუმართე იქ იეჰოვას!“+ 19 დავითიც წავიდა იეჰოვას ბრძანებისამებრ, გადმა რომ გადასცა. 20 როცა არავნამ მსახურებთან ერთად მისკენ მიმავალი მეფე დაინახა, მაშინვე გამოეგება და პირქვე დაემხო მეფის წინაშე. 21 ჰკითხა არავნამ: „რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მსახურთან?“ დავითმა მიუგო: „კალოს საყიდლად მოვედი, სამსხვერპლო რომ ავუგო იქ იეჰოვას და შეწყდეს ხალხის მუსვრა“.+ 22 უთხრა არავნამ დავითს: „მეფე-ბატონის იყოს კალო და ის შესწიროს, რასაც მოისურვებს; აი საქონელი დასაწვავ მსხვერპლად, კევრი და უღელი კი — შეშად. 23 ყველაფერს მოგცემ, მეფეო!“ შემდეგ კი დასძინა: „იეჰოვა, შენი ღმერთი გწყალობდეს!“
24 მიუგო მეფემ არავნას: „არა, უნდა ვიყიდო, ვერ შევწირავ იეჰოვას, ჩემს ღმერთს, მუქთ დასაწვავ მსხვერპლს“. იყიდა დავითმა კალო და საქონელი 50 შეკელ ვერცხლად*.+ 25 აუგო მან იქ იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი. შეისმინა იეჰოვამ დავითის ვედრება+ და შეწყდა მუსვრა ისრაელში.