ესაია
36 მეფე ხიზკიას მეფობის მე-14 წელს ასურეთის მეფე სინახერიბი+ მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი.+ 2 ასურეთის მეფემ ლაქიშიდან+ იერუსალიმში მეფე ხიზკიასთან დიდი ჯარით გაგზავნა რაბშაკე*.+ გაჩერდნენ ისინი ზემო წყალსატევის არხთან,+ მრეცხავის მინდვრისკენ მიმავალ გზაზე.+ 3 გამოვიდნენ მასთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი, ასაფის ძე.
4 უთხრა მათ რაბშაკემ: «გადაეცით ხიზკიას: აი, რას გითვლის დიდი მეფე, ასურეთის მეფე: „რისი იმედი გაქვს?!+ 5 შენ ამბობ, საბრძოლო გეგმაც მაქვს და ძალაცო, მაგრამ ეგ ცარიელი სიტყვებია. ვისი იმედი გაქვს, რომ მიმხედრდები?!+ 6 ეგვიპტის, მაგ გადატეხილი ლერწმის, იმედი გაქვს?! მას თუ დაეყრდნო კაცი, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ეგვიპტის ფარაონი ყველასთვის, ვინც მასზეა დაიმედებული.+ 7 თუ იმას მეტყვით, იეჰოვას, ჩვენი ღვთის, იმედი გვაქვსო, განა ეს ის ღმერთი არ არის, რომლის სათაყვანო მაღლობებიცა და სამსხვერპლოებიც მოაშორა ხიზკიამ+ და იუდასა და იერუსალიმს განუცხადა, მხოლოდ ერთ სამსხვერპლოსთან მოიყარეთო მუხლი?!“+ 8 მოდი სანაძლეო დადე ჩემს ბატონთან, ასურეთის მეფესთან:+ 2 000 ცხენს მოგცემ და აბა, თუ იპოვი მათთვის მხედრებს?! 9 მაშ, როგორღა გააბრუნებ უკან თუნდაც ერთ მმართველს, ჩემი ბატონის ერთ უმცირეს მსახურთაგანს, როცა თავად ეგვიპტის ეტლებისა და მხედრების იმედად ხარ?! 10 განა იეჰოვას ნებართვის გარეშე გამოვილაშქრე ამ მიწის მოსასპობად?! თვით იეჰოვამ მითხრა, გაილაშქრე მასზე და მოსპეო იგი!»
11 ელიაკიმმა, შებნამ+ და იოახმა რაბშაკეს+ სთხოვეს: „არამეულად* ელაპარაკე შენს მსახურებს,+ რადგან გვესმის. ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად!“+ 12 რაბშაკემ მიუგო: „განა მარტო თქვენთან და თქვენს ბატონთან გამომგზავნა ჩემმა ბატონმა ამ ყველაფრის სათქმელად?! განა გალავანზე მყოფ ხალხთანაც არ გამომგზავნა?! ისინიც ხომ თქვენთან ერთად შეჭამენ თავიანთ განავალს და დალევენ თავიანთ შარდს!“
13 შემდეგ რაბშაკემ იუდეველთა ენაზე შესძახა:+ «ისმინეთ დიდი მეფის, ასურეთის მეფის, სიტყვა!+ 14 აი, რას ამბობს მეფე: „თავს ნუ მოატყუებინებთ ხიზკიას, რადგან ვერ გიხსნით იგი!+ 15 ნუ დაგაიმედებთ ხიზკია იეჰოვათი,+ უეჭველად გვიხსნის იეჰოვა და ეს ქალაქი ასურეთის მეფის ხელში არ ჩავარდებაო. 16 ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან ასურეთის მეფე ამბობს: დამნებდით და დამიზავდით, და ყოველი თქვენგანი თავისი ვაზისა და ლეღვის ნაყოფს შეჭამს, და თავისი ჭის წყალს დალევს, 17 სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში,+ მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში. 18 არ შეგაცდინოთ ხიზკიამ, იეჰოვა გვიხსნისო. განა იხსნეს სხვა ხალხების ღმერთებმა თავიანთი ქვეყნები ასურეთის მეფის ხელიდან?!+ 19 სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები?!+ სეფარვაიმის ღმერთები რაღა იქნენ?!+ განა იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან?!+ 20 ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, იეჰოვამ რომ იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?!“»+
21 ისინი კი დუმდნენ და არაფერს პასუხობდნენ, რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, პასუხს ნუ გასცემთო.+ 22 დაბრუნდნენ ხიზკიასთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი, ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი, ასაფის ძე, შემოხეული ტანსაცმლით, და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები.