ზაქარია
2 გავიხედე და დავინახე კაცი, რომელსაც ხელში ლარი+ ეჭირა. 2 ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი.
მან მომიგო: „იერუსალიმის გასაზომად, რომ გავიგო, რამდენია მისი სიგანე და სიგრძე“.+
3 წავიდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მასთან შესახვედრად კი მეორე ანგელოზი გამოემართა. 4 მან მას უთხრა: «გაიქეცი იმ ჭაბუკთან და უთხარი: „უგალავნო ქალაქივით დასახლდება იერუსალიმი+ ხალხისა და პირუტყვის სიმრავლის გამო.+ 5 ცეცხლის გალავნად შემოვერტყმები მას,+ — ამბობს იეჰოვა, — და ჩემი დიდებით ავავსებ“».+
6 „მოდით, მოდით, გამოიქეცით ჩრდილოეთის მიწიდან!+ — ამბობს იეჰოვა. —
გაფანტული მყავხართ ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით“,+ — ამბობს იეჰოვა.
7 «მოდი, სიონო! თავს უშველე, ბაბილონის ასულთან მცხოვრებო!+ 8 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, რომელმაც განდიდების შემდეგ შენს მძარცველ ერებთან გამგზავნა:+ „შენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია.+ 9 ხელს აღვმართავ მათზე და თავიანთივე მონების ნადავლად იქცევიან“.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, გამომგზავნა.
10 „სიხარულით აყიჟინდი, სიონის ასულო,+ რადგან მოვდივარ+ და დავმკვიდრდები შენთან,+ — ამბობს იეჰოვა. — 11 იმ დღეს მრავალი ერი დადგება იეჰოვას მხარეს+ და ისინი ჩემი ხალხი გახდებიან. შენთან დავმკვიდრდები“». მაშინ გაიგებ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, გამომგზავნა შენთან. 12 იეჰოვა კვლავ დაეპატრონება იუდას, რომელიც მისი წილია წმინდა მიწაზე; ის კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.+ 13 დადუმდეს ყოველი ხორციელი იეჰოვას წინაშე, ვინაიდან იგი თავისი წმინდა სამყოფლიდან გამოდის, რომ იმოქმედოს.