ოსია
ბაალის ქანდაკებებს სწირავდნენ მსხვერპლს+
და კერპებს — შესაწირავებს.+
4 სიკეთის თოკებით, სიყვარულის თასმებით ვიზიდავდი მათ,+
ყბებიდან უღელს ვხსნიდი;
ფრთხილად მიმქონდა თითოეულისთვის საჭმელი.
რადგან ჩემთან დაბრუნება არ ისურვეს.+
და შთანთქავს მათ მათი ზრახვების გამო.+
7 ღალატისკენ ეწევა გული ჩემს ხალხს.+
ისინი მოუწოდებდნენ, რომ დაბრუნებოდნენ უზენაესს, მაგრამ არავინ გამოხმაურებია.
როგორ გაგიმეტო, ისრაელო?!
ადმასავით როგორ მოგექცე?!
როგორ დაგმართო ის, რაც ცებოიმს დავმართე?!+
გული მომიბრუნდა თქვენკენ,
სიბრალულით ავივსე.+
9 არ განვრისხდები,
აღარ გავანადგურებ ეფრემს,+
რადგან ღმერთი ვარ და არა ადამიანი,
წმინდა ვარ თქვენ შორის;
არ გადმოვანთხევ თქვენზე რისხვას.
10 იეჰოვას გაჰყვებიან ისინი; ლომივით დაიღრიალებს ის;+
როცა დაიღრიალებს, მისი ძეები დასავლეთიდან კანკალით მოვლენ.+
11 ეგვიპტიდან გამოსულნი ჩიტებივით იფრთხიალებენ,
ასურეთიდან გამოსულნი — მტრედებივით;+
თავ-თავიანთ სახლებში დავაბინავებ, — ამბობს იეჰოვა.+
იუდა ჯერ კიდევ ღვთის გზით დადის
და უწმინდესის ერთგულია“.+