პირველი წერილი კორინთელების მიმართ
6 როცა ვინმესთან სადავო გაქვთ რამე,+ როგორ ბედავთ, რომ სასამართლოში ურწმუნო მოსამართლეებთან უჩივით მას და არა წმინდებთან?! 2 განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას წმინდები გაასამართლებენ?!+ და, თუკი უმნიშვნელო საქმეები ვერ მოგიგვარებიათ, ქვეყნიერება როგორღა უნდა გაასამართლოთ?! 3 განა არ იცით, რომ ანგელოზებს გავასამართლებთ?!+ მაშ, ცხოვრებისეული საკითხების მოგვარება რაღა გახდა?! 4 და ცხოვრებისეული საკითხების მოსაგვარებლად,+ როგორ ჩივით მათთან, ვინც კრებისთვის არაფერს წარმოადგენენ?! 5 თქვენ შესარცხვენად ვამბობ ამას! ნუთუ არავინ არის თქვენში ბრძენი, რომ ძმებს შორის დავა მოაგვაროს?! 6 თქვენ კი სასამართლოში უჩივით ერთმანეთს, თანაც ურწმუნოებთან!
7 ერთმანეთს რომ უჩივით სასამართლოში, ეს უკვე თქვენი მარცხია. რატომ არ არჩევთ, რომ აიტანოთ უსამართლობა?!+ რატომ არ არჩევთ, რომ მოტყუებულნი დარჩეთ?! 8 თქვენ კი თქვენივე ძმებს ექცევით უსამართლოდ და ცდილობთ, რამე გამოსტყუოთ!
9 ნუთუ არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?!+ თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები*,+ ვერც კერპთაყვანისმცემლები,+ ვერც მრუშები,+ ვერც მამათმავლები*,+ 10 ვერც ქურდები, ვერც ხარბები,+ ვერც ლოთები,+ ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს!+ 11 ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ,+ განიწმინდეთ+ და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სახელით და ჩვენი ღვთის სულით მართლებად ჩაითვალეთ.+
12 ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები. 13 საჭმელი მუცლისთვის არის, ხოლო მუცელი — საჭმლისთვის, მაგრამ ღმერთი ბოლოს მოუღებს ერთსაც და მეორესაც.+ სხეული გარყვნილებისთვის* კი არ არის, არამედ უფლისთვის,+ უფალი კი — სხეულისთვის. 14 ღმერთმა აღადგინა უფალი+ და ჩვენც აღგვადგენს მკვდრეთით+ თავისი ძალით.+
15 განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს სხეულის ნაწილებია?!+ განა ვაქცევ ქრისტეს სხეულის ნაწილს მეძავის სხეულის ნაწილად?! არამც და არამც! 16 ნუთუ არ იცით, რომ, თუ ვინმე მეძავთან ამყარებს კავშირს, ისინი ერთი ხორცი ხდებიან?! ვინაიდან დაწერილია: „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“.+ 17 მაგრამ, თუ ვინმე უფალთან ერთიანდება, ის და უფალი ერთსულოვანნი ხდებიან.+ 18 ამიტომ ნუ ჩაიდენთ* გარყვნილებას*!+ ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, მის სხეულს არ ბღალავს; ის კი, ვინც გარყვნილებას სჩადის, საკუთარ სხეულს ბღალავს.+ 19 ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია+ თქვენში მყოფი წმინდა სულისთვის, ღვთისგან რომ მიიღეთ?!+ თანაც, საკუთარ თავს არ ეკუთვნით,+ 20 რადგან დიდ ფასად ხართ ნაყიდნი.+ ამიტომ განადიდეთ ღმერთი+ თქვენი სხეულით!+