ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. საგალობელი.
49 ისმინეთ, ხალხნო!
4 ყურს მივაპყრობ იგავს,
ქნარს ავაჟღერებ და ავხსნი ჩემს გამოცანას.
6 მათგან, ვინც თავის ქონებაზეა დაიმედებული+
და ვინც თავისი სიმდიდრით იკვეხნის,+
7 ვერცერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას,
ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს+
8 (მათი გამოსასყიდი იმდენად დიდია,
10 ის ხედავს, რომ ბრძენებიც კი იხოცებიან,
სულელნიც და უგუნურნიც ერთად იღუპებიან+
და თავიანთ ქონებას სხვებს უტოვებენ.+
11 გულით სწადიათ, რომ მათი სახლები მარადიულად იდგეს,
მათი კარვები — თაობიდან თაობაში;
თავიანთ სახელებს არქმევენ საკუთარ მამულებს.
12 მაგრამ ადამიანი, თუნდაც პატივდებული, დიდხანს ვერ იცოცხლებს,+
არაფრითაა პირუტყვზე მეტი, რომლის ბოლოც სიკვდილია.+
და მათი ბოლოც, ვინც მათ მიჰყვება და მათი ფუჭსიტყვაობა სიამოვნებს. (სელა)
14 სამარისთვის* არიან განწირულნი, როგორც ცხვარია განწირული დასაკლავად;
სიკვდილი დამწყემსავს მათ.
დილით მართლები გაბატონდებიან მათზე,+
16 ნუ შეგაშინებს, თუკი ვინმე სიმდიდრეს იძენს,
თუკი დიდებული ხდება მისი სახლი,
17 რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს,+
თან არ ჩაჰყვება თავისი დიდება.+
18 მთელი სიცოცხლე თავს იწონებდა+
(ხალხი აქებს მათ, ვისაც ყველაფერი უხვად აქვს).+
19 საბოლოოდ თავის წინაპრებს შეუერთდება*;
ვეღარ იხილავენ სინათლეს.