ესაია
14 იეჰოვა შეიწყალებს იაკობს+ და კვლავ ამოირჩევს ისრაელს.+ თავიანთ მიწაზე დაასახლებს მათ;+ მათ შორის მცხოვრები უცხოელებიც შეუერთდებიან და შეერწყმებიან იაკობის შთამომავლებს.+ 2 ხალხები მიიყვანენ მათ თავიანთ ადგილზე, ისრაელი კი მსახურებად გაიხდის+ ამ ხალხებს იეჰოვას მიწაზე; ისინი დაატყვევებენ თავიანთ დამატყვევებლებს და დაიმორჩილებენ მათ, ვინც სამუშაოდ მიერეკებოდა.
3 იმ დღეს, როცა იეჰოვა დაგასვენებს შენი ტკივილებისგან, შფოთისა და მძიმე მონობისგან,+ 4 დაცინვით იტყვი ბაბილონის მეფეზე:
«როგორ მოეღო ბოლო მას, ვინც სხვებს მიერეკებოდა სამუშაოდ,
როგორ შეწყდა ჩაგვრა!+
5 იეჰოვამ დაამტვრია ბოროტთა ჯოხი
და მმართველთა კვერთხი,+
6 მოსპო ის, ვინც უმოწყალოდ ურტყამდა ხალხებს,+
ვინც რისხვით იმორჩილებდა ერებს და გაშმაგებით დევნიდა მათ.+
7 დაისვენა მთელმა დედამიწამ და დაწყნარდა.
ხალხი სიხარულით აყიჟინდა.+
8 გაიხარეს ღვიის ხეებმა
და ლიბანის კედრებმაც შენ გამო,
ამბობენ: მას შემდეგ, რაც დაეცი,
ხის მჭრელიც აღარ მოსულაო ჩვენ მოსაჭრელად.
შენ გამო გამოაღვიძა მან მკვდრები,
დედამიწის სასტიკი წინამძღოლები;
ხალხთა მეფეები წამოაყენა თავიანთი ტახტებიდან.
10 ყოველი მათგანი ალაპარაკდა, გეუბნებიან:
„ნუთუ ჩვენსავით დაუძლურდი?!
ნუთუ ჩვენ დაგვემსგავსე?!
ქვეშ მატლი გიგია
და ჭიაღუა გფარავს“.
12 როგორ ჩამოვარდი ზეციდან,
მანათობელო, განთიადის ძეო!
როგორ დაენარცხე დედამიწას,
ხალხთა მძლეველო!+
14 ღრუბლებს ზემოთ ავალ,
უზენაესს დავემსგავსებიო.
15 მაგრამ სამარეში დაინთქმები, ღრმა ორმოში.
16 ვინც დაგინახავს, მოგაშტერდება,
დაგაკვირდება და იტყვის:
„ეს ის კაცი არ არის, დედამიწას რომ არყევდა
და სამეფოებს აზანზარებდა,+
17 ახრიოკებდა მიწის პირს,
ამხობდა ქალაქებს+
და პატიმრებს შინ არ უშვებდა?!“+
19 შენ კი დაუმარხავი გდიხარ,
როგორც საძულველი ამონაყარი,
მახვილით განგმირულებით დაფარული,
ქვიან ორმოში რომ იყრებიან;
გათელილ გვამს ჰგავხარ.
ბოროტმოქმედთა შთამომავლობის სახსენებელი მოისპობა.
21 გაამზადეთ კუნძი, რომ ზედ დააკლან მისი ვაჟები
მათი მამა-პაპის ცოდვების გამო,
რათა ძალა არ მოიკრიბონ და არ დაეუფლონ დედამიწას
და ქალაქებით არ აავსონ მიწის პირი».
22 „მათ წინააღმდეგ აღვდგები“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
„მოვსპობ ბაბილონის სახსენებელს, მისგან დარჩენილებს, მის მოდგმასა და შთამომავლობას“,+ — ამბობს იეჰოვა.
23 „მაჩვზღარბების სამკვიდროდ და ჭაობად ვაქცევ მას და მოსპობის ცოცხით გავხვეტ“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
24 ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ დაიფიცა:
„რაც განვიზრახე, შესრულდება,
რაც გადავწყვიტე, მოხდება.
ჩამოვხსნი ჩემს ხალხს მის უღელს,
მხრებიდან მოვხსნი მათ მის ტვირთს“.+
26 ეს არის მთელი დედამიწისთვის გამოტანილი განაჩენი,
ყველა ერზე მოღერებულია ხელი.
28 მეფე ახაზის სიკვდილის+ წელს ეს ცნობა გაცხადდა:
29 „ნუ გაიხარებ, ფილისტიმო, ნურც ერთი ნუ გაიხარებთ,
ვინც შენ გცემდა, მისი ჯოხი რომ გადატყდა,
30 საწყალთა პირმშოები შეჭამენ
და ღარიბები უსაფრთხოდ წამოწვებიან,
შენს ხალხს კი შიმშილით დავხოცავ
და შენგან დარჩენილებს გავანადგურებ.+
31 იგლოვე, კარიბჭევ! იყვირე, ქალაქო!
ყველას გული შეუდრკება შენში, ფილისტიმო!
კვამლი მოდის ჩრდილოეთიდან,
არავინ ჩამორჩება მტრის რიგებს“.
32 რა პასუხს გასცემენ ხალხთა მაცნეებს?
ეტყვიან, რომ იეჰოვამ დააფუძნა სიონი+
და იქ შეაფარებენ თავს ჩაგრულნი მისი ხალხიდან.