ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი*. სასიყვარულო სიმღერა.
45 კარგი ამბავი მიხარებს გულს.
ვამბობ: „ჩემი სიმღერა მეფეზეა!“+
დახელოვნებული გადამწერის+ კალამივით+ იყოს ჩემი ენა.
2 უმშვენიერესი ხარ კაცთა შორის,
მადლიანი სიტყვები იღვრება შენი ბაგიდან;+
ამიტომაც გაკურთხა ღმერთმა სამარადისოდ.+
4 გამარჯვებისკენ ისწრაფე სიდიადით მოსილმა;+
ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი+
და შენი მარჯვენა შიშის მომგვრელ საქმეებს მოიმოქმედებს.
7 შენ შეიყვარე სიმართლე+ და შეიძულე ბოროტება.+
ამიტომაც გცხო ზეთი+ ღმერთმა, შენმა ღმერთმა, და შენს მოძმეებზე მეტი სიხარული გიბოძა.+
8 შენი ტანსაცმელი ზმირინის, ალოესა და კასიის სურნელებას აფრქვევს;
სიმებიანი საკრავები გამხიარულებენ სპილოს ძვლის დიდებული სასახლიდან.
9 მეფეთა ასულები არიან შენს პატივდებულ ქალთა შორის.
დედოფალი დამდგარა შენ მარჯვნივ, ოფირის ოქროთი შემკული.+
10 მოისმინე, ასულო, დაუკვირდი და ყურად იღე;
დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის სახლი.
12 ტვიროსის ასულიც გეახლება ძღვნით;
უმდიდრესი ხალხი შენი გულის მოგებას მოიწადინებს.
13 მეფის ასული საუცხოოდაა მოკაზმული მის სასახლეში,
მისი სამოსი ოქროთია შემკული.
14 ნატიფად ნაქსოვ სამოსელში* გამოწყობილს მიჰგვრიან მას მეფეს.
შენ წინაშე მოიყვანენ მის მხლებელ ქალწულებს.
15 ზარ-ზეიმით მოგიყვანენ მათ;
მეფის სასახლეში შევლენ ისინი.
16 შენი წინაპრების ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ;
მთავრებად დანიშნავ მათ მთელ დედამიწაზე.+
17 შენს სახელს გავაცხადებ თაობიდან თაობაში,+
რის გამოც ხოტბას შეგასხამენ ხალხები სამუდამოდ, მარადიულად.