ესაია
13 ბაბილონის განაჩენი,+ რომელიც ესაიამ,+ ამოცის ძემ, იხილა:
რათა შევიდნენ დიდებულთა კარიბჭეებში.
3 ვუბრძანე ჩემ მიერ დანიშნულთ,+
მოვუხმე ჩემს მებრძოლთ, ამაყად მოჟრიამულეთ,
ჩემი რისხვის აღსასრულებლად.
4 ისმინეთ! ბრბოა მთებში,
მისი ხმაური მრავალრიცხოვანი ხალხის ხმაურს ჰგავს!
ისმინეთ! ისმის სამეფოების ხმაურობა,
ერთად შეკრებილი ერების ხმა!+
ლაშქართა ღმერთი იეჰოვა საომრად კრებს ლაშქარს.+
6 იღრიალეთ, რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე!
მოგივლენთ ამ გამანადგურებელ დღეს ყოვლისშემძლე!+
მშობიარე ქალივით
კრუნჩხვა და ტკივილები ტანჯავს;
შიშით შეჰყურებენ ერთმანეთს,
ალმური ასდით სახეზე.
9 აი, მოდის იეჰოვას დღე
რისხვითა და მრისხანებით, სასტიკი იქნება ის,
თავზარი რომ დაეცეთ იმ მიწის შემხედვარეთ+
და აღიგავონ მისგან ცოდვილები.
10 აღარ გამოანათებენ
ცის ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები*;+
დაბნელდება ამომავალი მზე
და მთვარე აღარ გამოსცემს სინათლეს.
ბოლოს მოვუღებ კადნიერთა სიამაყეს
და სასტიკთა ამპარტავნობას დავამცირებ.+
13 ამიტომაც შევარყევ ცას
და შეიძვრება დედამიწა+
ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მრისხანებით მისი რისხვის დღეს.
14 მონადირეს გაქცეული ქურციკივით და უმწყემსოდ დარჩენილი ფარასავით დაუბრუნდება
თითოეული თავის ხალხს;
თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.+
17 აი, აღვძრავ მათ წინააღმდეგ მიდიელებს,+
რომლებიც ვერცხლს არაფრად აგდებენ
და რომლებსაც ოქრო არაფრად მიაჩნიათ.
19 ბაბილონი, სამეფოთა მშვენება,+
ქალდეველთა სილამაზე და სიამაყე,+
ისევე დაემხობა, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორა დაამხო;+
არ გაშლის არაბი იქ თავის კარავს
და არც მწყემსები დაასვენებენ იქ თავიანთ ფარებს.
21 იქ დაიბუდებენ უდაბნოს ბინადარნი,
მათი სახლები ზარნაშოებით აივსება.
22 ნადირი აკივლდება მის კოშკებში,
ტურები — მის მდიდრულ სასახლეებში.
მოახლოვდა მისი დრო და დათვლილია მისი დღეები“.+