ესაია
17 დამასკოსთვის გამოტანილი განაჩენი:+
„დამასკო აღარ იქნება ქალაქი,
ნანგრევებად იქცევა.+
3 მოისპობა გამაგრებული ქალაქები ეფრემიდან,+
სამეფო — დამასკოდან;+
სირიაში დარჩენილების დიდება
ისრაელების დიდებას დაემსგავსება“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
4 „იმ დღეს დაკნინდება იაკობის დიდება
და მისი ხორცი გაილევა;
5 მომკილ ყანას დაემსგავსება რეფაიმის ველზე,+ ისეთს, ჯერ მომკელი რომ აიღებს ხორბალს,
თავისი მკლავით რომ მომკის თავთავს,
შემდეგ კი დარჩენილ თავთავებსაც რომ აკრეფენ.
6 ნამცვრევიღა დარჩება,
როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ რჩება ხოლმე:
ორი-სამი მწიფე ზეთისხილი — კენწეროში
და ოთხი-ხუთი — მსხმოიარე ტოტებზე“,+ — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.
7 იმ დღეს ახედავს კაცი თავის შემოქმედს და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმინდას. 8 არ გაიხედავს სამსხვერპლოებისკენ,+ თავისი ნახელავისკენ;+ არც თავისი ხელით შექმნილ სათაყვანო ბოძებსა და სასაკმევლეებს მიაჩერდება.
9 იმ დღეს მისი ციხე-ქალაქები ტყეში მიტოვებულ ადგილს დაემსგავსება,+
ტოტს, ისრაელების თვალწინ დაგდებულს;
გაუდაბურდება ის.
ამიტომ აშენებ ლამაზ ბაღებს
და რგავ უცხოს* ყლორტს.
11 დღისით გულდასმით შემოღობავ შენს ბაღს,
დილითვე აღმოცენდება თესლი,
მაგრამ ვერაფერს მოიმკი სნეულებისა და გაუყუჩებელი ტკივილის დღეს.+
12 აი, აურზაური ატეხა მრავალმა ხალხმა,
ზღვასავით ბობოქრობენ!
ერები ხმაურობენ,
აზვირთებული წყლებივით გრგვინავენ!
13 ტალღებივით დაიწყებენ გრგვინვას ერები.
ის გაკიცხავს მათ და შორს გაიქცევიან,
მთიდან ქარისგან გახვეტილ ბზესა
და ქარიშხლისგან ატაცებულ ნარს დაემსგავსებიან.
14 საღამოს თავზარი დაეცემათ.
დილამდე ვეღარ მიატანენ.
ეს არის ჩვენი მძარცველების ხვედრი
და ჩვენი გამქურდავების წილი.