ესაია
20 იმ წელს ასურეთის მეფე სარგონმა აშდოდში+ გაგზავნა თართანი*; ის შეებრძოლა აშდოდს და აიღო ის.+ 2 იმ დროს იეჰოვამ ამოცის ძეს, ესაიას,+ უთხრა: „წადი, მოიხსენი ჯვალო თეძოდან და გაიხადე სანდლები“. ის ასეც მოიქცა და დადიოდა შეუმოსავი და ფეხშიშველი.
3 შემდეგ თქვა იეჰოვამ: «როგორც ჩემი მსახური ესაია დადიოდა შეუმოსავი და ფეხშიშველი სამი წელი ეგვიპტისა+ და ეთიოპიისთვის+ ავისმომასწავებელ ნიშნად,+ 4 ასევე შეუმოსავებს, ფეხშიშვლებსა და საჯდომგაშიშვლებულებს დაატყვევებს და გადაასახლებს ასურეთის მეფე ეგვიპტელებსა+ და ეთიოპებს, ყმაწვილებსა თუ მოხუცებს, და შერცხვება ეგვიპტე. 5 შეძრწუნდებიან და შერცხვებიან ეთიოპიის გამო, რომელზეც იმედს ამყარებდნენ, და ეგვიპტის გამო, რომლითაც ამაყობდნენ. 6 იმ დღეს იტყვიან ზღვისპირეთის მცხოვრებნი: „ნახეთ რა დაემართა მას, ვისზეც იმედს ვამყარებდით, ვისგანაც ველოდით შველას და ასურეთის მეფისგან ხსნას! ახლა რაღა გვეშველება?!“»