ესაია
26 იმ დღეს ასეთ სიმღერას იმღერებენ+ იუდას მიწაზე:+
„ძლიერი ქალაქი გვაქვს.+
გალავანივით და მიწაყრილივით გვიხსნის ის*.+
5 ის ამდაბლებს მაღლობის მკვიდრთ, ამაღლებულ ქალაქს;
ის ამცირებს მას,
მიწასთან ასწორებს;
აცამტვერებს.
6 ფეხით გაითელება;
დაჩაგრული გათელავს ფეხით, საწყლები გათელავენ მას“.
7 მართლის გზა სამართლიანია.
სამართლიანი ხარ,
ამიტომ შენ გაუსწორებ გზასავალს მართალს.
8 შენი სამართლის გზას ვადგავართ, იეჰოვა,
შენზე მონდობილები.
ჩვენთვის სანუკვარია შენი სახელი და სახსენებელი.
9 მთელი არსებით გნატრობ ღამით,
მთელი სულით და გულით დაგეძებ;+
დედამიწას რომ ასამართლებ,
სიმართლეს სწავლობენ მიწის მკვიდრნი.+
11 იეჰოვა, ხელი გაქვს მოღერებული, მაგრამ ვერ ხედავენ.+
დაინახავენ შენი ხალხისადმი შენს მოშურნეობას და შერცხვებიან.
ცეცხლი შთანთქავს შენს მოწინააღმდეგეებს.
13 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გარდა სხვებიც მმართველობდნენ ჩვენზე,+
მაგრამ ჩვენ მხოლოდ შენს სახელს ვახსენებთ.+
14 ისინი მკვდრები არიან, ვერ იცოცხლებენ,
მიიცვალნენ და ვერ ადგებიან,+
რადგან შენ განიკითხე ისინი და გაანადგურე,
მოსპე მათი სახსენებელი.
შენ განავრცე ქვეყნის საზღვრები.+
18 დავორსულდით და მშობიარობის ტკივილებიც დაგვეწყო,
მაგრამ თითქოს ქარი გავაჩინეთ.
ვერ ვიხსენით ქვეყანა,
ქვეყნის დამმკვიდრებელი არ დაბადებულა.
19 „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები.
წამოდგებიან ჩემი ხალხის გვამები.+
გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ,
მტვერში დამკვიდრებულებო!+
თქვენი ნამი დილის ნამივითაა*,
მიწა გააცოცხლებს მკვდრებს.
ცოტა ხნით დაიმალეთ,
სანამ რისხვა გადაივლის.+
21 აი, იეჰოვა მოდის თავისი სამკვიდროდან,
რომ პასუხი მოსთხოვოს ქვეყნის მკვიდრთ დანაშაულისთვის.
ქვეყანა გამოაჩენს დაღვრილ სისხლს
და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილთ“.