ესაია
ღვინით დამთვრალთა ნაყოფიერი ველის თავსამკაულს!
2 აი, იეჰოვა გზავნის ვიღაც ძლიერსა და ღონიერს.
როგორც ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად, როგორც გამანადგურებელი ქარიშხალი,
როგორც ჭექა-ქუხილი წამლეკავ ნიაღვართან ერთად,
ისე დაანარცხებს ის ამ გვირგვინს მიწაზე.
3 ეფრემის ლოთების საამაყო გვირგვინები
ფეხით გაითელება.+
4 მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი,
ნაყოფიერი ველის თავსამკაული,
ზაფხულამდე შემოსულ საადრეო ლეღვს დაემსგავსება,
რომელსაც მნახველი ნახვისთანავე წყვეტს და ჭამს.
5 იმ დღეს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იქცევა მშვენიერ გვირგვინად და ლამაზ ყვავილწნულად თავისი ხალხიდან დარჩენილთათვის.+ 6 ის სამართლიანობის სულად იქცევა მისთვის, ვინც სასამართლოში ასამართლებს, და ძლევამოსილების წყაროდ მათთვის, ვინც კარიბჭიდან უკუაგდებს მტერს.+
7 ამათაც გზა ერევათ ღვინისგან;
ბარბაცებენ სასმლისგან.
მღვდელსა და წინასწარმეტყველს გზა ერევათ მათრობელი სასმლისგან,
გონებას ურევს მათ ღვინო;
ბარბაცებენ სასმლისგან.
თავიანთი ხილვები გზა-კვალს ურევს მათ,
უჭირთ სამართლის გაჩენა.+
8 მაგიდები ზიზღის მომგვრელი ნარწყევით არის სავსე,
სუფთა ადგილი არ დარჩენილა.
9 ვის უნდა მისცეს ცოდნა
და ვის უნდა გააგებინოს მოსმენილი?
მას, ვინც ეს-ესაა რძეს მოაშორეს,
ვინც ეს-ესაა ძუძუს მოსწყვიტეს?!
10 რადგან ეს არის „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე,
ლარი ლარზე, ლარი ლარზე,+
ცოტა აქ, ცოტა იქ“.
11 ენაბლუების პირითა და უცხო ენით დაელაპარაკება ამ ხალხს,+ 12 რომლისთვისაც ნათქვამი აქვს: „ეს არის მოსასვენებელი ადგილი. დაასვენეთ დაქანცული; ეს არის შვების მომგვრელი ადგილი“, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსმენა.+ 13 გახდება იეჰოვას ნათქვამი მათთვის:
„ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე,
ლარი ლარზე, ლარი ლარზე,+
ცოტა აქ, ცოტა იქ“,
ამიტომ, როცა წავლენ,
წაფორხილდებიან, ზურგზე დაეცემიან,
დაიმტვრევიან, მახეში გაებმებიან და ტყვედ ჩაცვივდებიან.+
14 ამიტომ ისმინეთ იეჰოვას ნათქვამი, მკვეხარებო,
ხალხის მმართველებო, იერუსალიმში რომ ხართ,
15 რადგან ამბობთ:
ღვარცოფმაც რომ გადაიაროს,
ჩვენამდე ვერ მოაღწევს,
რადგან ტყუილი გავიხადეთ თავშესაფრად,
სიცრუეში დავიმალეთ“.+
16 ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
ვისაც სწამს ის, არ შეძრწუნდება.+
სეტყვა წაიღებს სიცრუის თავშესაფარს,
წყალი წალეკავს სამალავს.
როცა ღვარცოფი მოვარდება, შეიმუსრებით.
19 რამდენჯერაც მოვარდება, წაგლეკავთ,+
რადგან მოვარდება დილაობით, დღისით და ღამით.
მხოლოდ შიში შეაგნებინებს მათ მოსმენილს*“.
20 ძალიან მოკლეა საწოლი, რომ ფეხი გაშალო მასზე,
და ვიწროა საბანი, რომ გაეხვიო მასში.
21 იეჰოვა წამოიმართება ისე, როგორც ფერაციმის მთასთან,
აღშფოთდება, როგორც ველზე გაბაონის მახლობლად,+
რათა მოიმოქმედოს არნახული საქმე
და შეასრულოს უჩვეულო რამ.+
უფრო მეტად რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა თოკებმა,
რადგან მოვისმინე უზენაესი უფლისგან, ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან,
რომ მთელი მიწის მოსპობაა გადაწყვეტილი.+
23 ყური დამიგდეთ, ისმინეთ ჩემი ხმა!
ყურად იღეთ, ნუ წაუყრუებთ ჩემს ნათქვამს!
24 განა მთელი დღე ხნავს მხვნელი თესლის დათესვამდე
და მთელი დღე აფხვიერებს და ფარცხავს მიწას?!+
25 განა მისი ზედაპირის მოსწორების შემდეგ
არ მიმოფანტავს სოინჯს და არ მიმოაბნევს ძირას?!
განა თავ-თავის ადგილას არ დათესავს ხორბალს, ფეტვსა და ქერს,
ასლს+ კი — კიდეებში?!
კეტით იცეხვება სოინჯი
და ჯოხით — ძირა.
28 ვინ სრესს საპურე მარცვალს?!