ესაია
ვინც ცხენებზეა დაიმედებული,+
ვინც საბრძოლო ეტლებზე ამყარებს იმედს მათი სიმრავლის გამო,
მხედრებზე — მათი სიძლიერის გამო,
არ ენდობა ისრაელის წმინდას
და არ ეძებს იეჰოვას.
2 მაგრამ ბრძენია იგი და უბედურებას დაატეხს მათ თავს,
უკან არ წაიღებს თავის სიტყვებს;
აღდგება ის ბოროტმოქმედთა კრებულისა
და ავისმქნელების შემწეთა წინააღმდეგ.+
იეჰოვა გაიწვდის ხელს
და წაბორძიკდება დახმარების შემთავაზებელი,
დაეცემა ის, ვისაც ეხმარება იგი;
ერთდროულად მოეღებათ ბოლო.
4 აი, რა მითხრა იეჰოვამ:
„როგორც ლომი ბრდღვინავს, ლომი, რომელიც მსხვერპლს ადგას თავზე,
და თუნდაც ყველა მწყემსს მოუხმონ,
მათი ხმებისა არ შეეშინდება
და მათი ხმაური არ დააფრთხობს,
ისე ჩამოვა ლაშქართა ღმერთი იეჰოვაც
სიონის მთისა და მისი მაღლობისთვის საბრძოლველად.
5 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დაიცავს იერუსალიმს, როგორც ფრინველი, რომელიც თავს დასტრიალებს ბარტყებს;+
დაიფარავს და დაიხსნის მას,
შეიბრალებს და გადაარჩენს“.
6 „ისრაელებო, დაუბრუნდით მას, ვისაც დიდად ეურჩეთ.+ 7 იმ დღეს თითოეული თქვენგანი მოიძულებს ოქრო-ვერცხლის უსარგებლო კერპებს, თქვენივე ხელით რომ შექმენით და შესცოდეთ.
8 მახვილით შეიმუსრებიან ასურელები, მაგრამ ეს არ იქნება კაცის მახვილი;
მახვილი შთანთქავს მათ, მაგრამ ეს არ იქნება ადამიანის მახვილი.+
ისინი გაექცევიან მახვილს
და მათ ყმაწვილკაცებს მონურად ამუშავებენ.
9 შიში გააცამტვერებს მათ კლდეს
და აღმართული ნიშანი შეაძრწუნებს მათ მთავრებს“, — ამბობს იეჰოვა,
რომლის ცეცხლი სიონშია და ღუმელი — იერუსალიმში.