ესაია
51 „მისმინეთ, თქვენ, ვინც სიმართლეს ესწრაფვით,
ვინც იეჰოვას ეძებთ!
შეხედეთ კლდეს, რომლისგანაც ხართ გამოკვეთილნი
და სამტეხლოს, სადაც ხართ მოპოვებულნი.
ნუგეშს მოჰგვრის ყველა მის ნანგრევს,+
მის უდაბნოს ედემს+ დაამსგავსებს
და უკაცრიელ ველს — იეჰოვას ბაღს.+
სიხარული და მხიარულება იქნება იქ,
სამადლობელი და საამური სიმღერის ხმა.+
ჩემი იმედი ექნებათ კუნძულებს+
და ჩემს მკლავს დაელოდებიან.
6 ზეცად აღაპყარით თვალები,
დახედეთ მიწას!
კვამლივით გაიფანტება ზეცა;
სამოსელივით გაცვდება დედამიწა
და ქინქლებივით დაიხოცებიან მისი მკვიდრნი,
ნუ შეგაშინებთ მოკვდავთა დაცინვა
და თავზარს ნუ დაგცემთ მათი შეურაცხყოფა;
ჩემი სიმართლე კი მარადიულად იქნება
და ვიქნები მხსნელი თაობიდან თაობაში!“+
ისე გამოიღვიძე, როგორც დიდი ხნის წინათ, წინანდელ თაობებში!
10 განა შენ არ ამოაშრე ზღვა, ღრმა წყალი?!+
განა შენ არ აქციე ზღვის სიღრმეები გზად გამოსყიდულთა გასატარებლად?!+
11 დაბრუნდებიან იეჰოვას მიერ გამოსყიდულნი+
და მხიარული შეძახილით მივლენ სიონში.+
რატომ უნდა გეშინოდეს კაცისა, რომელიც კვდება+
და ადამიანის ძისა, რომელიც მწვანე ბალახივით ხმება?!
მთელი დღე მჩაგვრელის რისხვისა გეშინოდა,
თითქოს მას შენი განადგურება შეეძლო.
სადაა ახლა მჩაგვრელის რისხვა?!
14 ჯაჭვებისგან წელში მოხრილი მალე გათავისუფლდება,+
არ მოკვდება და არ ჩავა საფლავში,
არც პური მოაკლდება.
15 მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,
რომელიც აღელვებს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს;+
ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა ჩემი სახელი.+
16 ბაგეზე დაგიდებ ჩემს სიტყვებს
და ჩემი ხელის ჩრდილს შეგაფარებ,+
რათა დავაფუძნო ზეცა, საძირკველი ჩავუყარო დედამიწას+
და ვუთხრა სიონს, ჩემი ხალხი ხარ-მეთქი.+
17 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ადექი, იერუსალიმო,+
რომელსაც იეჰოვამ თავისი ხელით შეგასვა რისხვის სასმისი!
შენ შესვი თასი,
გამოცალე თავბრუდამხვევი სასმისი.+
18 არავინ არის მისი გამძღოლი მის მიერ ნაშობ ვაჟებს შორის
და არავინ არის მისთვის ხელის ჩამჭიდებელი მის მიერ აღზრდილ ვაჟთა შორის.
19 ეს ორი რამ დაგატყდა თავს:
მოსპობა და განადგურება, შიმშილი და მახვილი!+
ვინ თანაგიგრძნობს?!
ვინ განუგეშებს?!+
წვანან ისინი ყველა ქუჩის თავში;
სრულად იგემეს იეჰოვას რისხვა, გაკიცხვა შენი ღვთისაგან“.
21 ამიტომ ისმინე ეს,
ჩაგრულო და უღვინოდ დამთვრალო ქალო!
22 აი, რას ამბობს შენი უფალი იეჰოვა, შენი ღმერთი, თავისი ხალხის ქომაგი:
შენც სავალ გზად უქციე შენი ზურგი,
დააბიჯებდნენ მასზე, როგორც ქუჩაში“.