ესაია
57 იღუპება მართალი,
მაგრამ ეს გულთან არავის მიაქვს.
2 ის მშვიდობას პოვებს;
სარეცელზე* განისვენებენ სწორის მოქმედნი.
4 ვის დასცინით?!
ვის წინააღმდეგ აღებთ ფართოდ პირს და ვის უყოფთ ენას?!
განა ცოდვის შვილები არა ხართ,
სიცრუის შვილები,+
5 ვნება რომ აგშლიათ დიდ ხეებს შორის,+
ყოველი ფოთოლხშირი ხის ქვეშ,+
და შვილებს ხოცავთ ხევებში,+
კლდეთა ნაპრალებში?!
6 ხევის სიპ ქვებთან გაქვს წილი,+
ეს არის შენი ხვედრი.
მათვე უღვრი დასაღვრელ შესაწირავს და მათთვის მიგაქვს ძღვენი.+
განა კმაყოფილი ვიქნები ყოველივე ამით?!
8 კარისა და წირთხლის უკან დადგი შენი სამახსოვრო ნიშანი*.
მიმატოვე და გაშიშვლდი;
ზემოთ ახვედი და გაიფართოვე საწოლი.
შეთანხმება დაუდე მათ,
შორს აგზავნიდი შენს დესპანებს,
ამიტომაც სამარემდე* დაეშვი.
10 ირჯებოდი შენს მრავალ გზაზე,
მაგრამ არ გითქვამს, აზრი არა აქვსო!
შენ კვლავაც განიახლე ძალა,
ამიტომაც არ დაქანცულხარ.
არ გახსოვდი+
და გულთან არაფერს იკარებდი.+
რაკი ვდუმდი და შენს საქმეებს ვმალავდი,+
არ გეშინოდა ჩემი.
ქარი გახვეტს მათ, ნიავიც კი წაიღებს,
მაგრამ ვინც მე შემაფარებს თავს, დაიმკვიდრებს ამ მიწას
და ჩემს წმინდა მთას დაეუფლება.+
14 იტყვიან: „გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ! მოამზადეთ გზა!+
ჩამოაცილეთ ყველანაირი დაბრკოლება ჩემს ხალხს გზიდან!“»
„მაღალ და წმინდა ადგილას ვმკვიდრობ,+
მაგრამ ჩაგრულებთან და თავმდაბლებთანაც ვარ,
რომ გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სულები
და ჩაგრულთა გულები.+
16 მარადიულად არ დავდებ ბრალს,
არც სამუდამოდ ვიქნები განრისხებული,+
რადგან ჩემ გამო დაუძლურდება ადამიანის სული,+
დაუძლურდება ჩემი შექმნილი ყოველი სულდგმული.
17 განმარისხა მისმა ცოდვამ, უკანონო შემოსავალს რომ იყო დახარბებული,+
ამიტომაც დავსაჯე ის, განვურისხდი და პირი მოვარიდე;
მაგრამ ის კვლავ განდგომილივით+ თავისი გულის კარნახით დადიოდა.
19 ავამეტყველებ მათ ჩემ საქებრად.
ულევ მშვიდობას მივცემ შორს მყოფსაც და ახლო მყოფსაც;+
მე განვკურნავ მას, — ამბობს იეჰოვა. —
20 ბოროტები აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელიც ვერ წყნარდება
და რომლის ზვირთებიც წყალმცენარეებსა და ტალახს ისვრის.