137 ბაბილონის მდინარეების+ პირას ვისხედით
და ვტიროდით, როცა ვიხსენებდით სიონს.+
2 ვერხვებზე ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები+
მის შუაგულში.
3 ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ,+
ჩვენი დამცინავები თავის შესაქცევად გვთხოვდნენ,
გვიმღერეთო სიონზე რომელიმე სიმღერა.
4 როგორ ვიმღეროთ იეჰოვას სიმღერა
უცხო მიწაზე?!
5 უწინ ჩემს მარჯვენას დაავიწყდეს საქმის კეთება,
ვიდრე დაგივიწყო, იერუსალიმო!+
6 უწინ სასაზე მიმეკრას ენა,
თუკი დაგივიწყო,
თუკი იერუსალიმი არ ვაქციო
ჩემი სიხარულის წყაროდ!+
7 არ დაივიწყო, იეჰოვა,
ედომელები რომ ამბობდნენ იერუსალიმის დაცემის დღეს,
დაანგრიეთ, მიწასთან გაასწორეთო!+
8 მალე მოისპობი, ბაბილონის ასულო,+
ბედნიერი იქნება, ვინც საკადრისს მოგიზღავს
და ისე მოგექცევა, როგორც შენ გვექცეოდი.+
9 ბედნიერი იქნება, ვინც შენს შვილებს შეიპყრობს,
კლდეს მიანარცხებს და ბოლოს მოუღებს.+