91 უზენაესის თავშესაფარში დამკვიდრებული+
ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს.+
2 ვეტყვი იეჰოვას: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი და ციხესიმაგრე,+
ჩემი ღმერთი, რომელსაც ვენდობი“.+
3 ის დაგიხსნის მონადირის კაკანათისგან,
მომსვრელი ჭირისგან.
4 ფრთებქვეშ შეგიფარებს
და იქ პოვებ თავშესაფარს.+
მისი ერთგულება+ დიდი ფარივით+ და გალავანივით იქნება შენთვის.
5 ვერ შეგაშინებს ღამის ხიფათი,+
ვერც დღისით გატყორცნილი ისარი,+
6 ვერც წყვდიადში მოარული ჭირი
და ვერც შუადღისით მძვინვარე სენი.
7 შენ გვერდით დაეცემა ათასი
და შენ მარჯვნივ — ათი ათასი,
შენ კი არაფერი მოგეკარება;+
8 შენ მხოლოდ დააკვირდები
და იხილავ, როგორ დაისჯებიან ბოროტნი,
9 რადგან თქვი, იეჰოვააო ჩემი თავშესაფარი,
და შენს სამკვიდროდ აქციე უზენაესი;+
10 უბედურება არ შეგემთხვევა+
და ჭირი ვერ გაეკარება შენს კარავს.
11 თავის ანგელოზებს+ უბრძანებს,
რომ დაგიცვან ყველა შენს გზაზე.+
12 ისინი ხელში აყვანილს გატარებენ,+
რომ ქვას ფეხი არ წამოჰკრა.+
13 ლომსა და კობრას გათელავ,
ფაფრიან ლომსა და დიდ გველს ფეხით შედგები.+
14 ღმერთმა თქვა: „რაკი შემიყვარა, მეც გადავარჩენ.+
დავიცავ, რადგან იცის ჩემი სახელი.+
15 ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ.+
მასთან ვიქნები გასაჭირში.+
ვიხსნი და განვადიდებ.
16 დღეგრძელობას ვუბოძებ+
და ვუჩვენებ, რომ მე ვარ მხსნელი“.+