ოსია
12 „ეფრემი ქარით იკვებება.
მთელი დღე აღმოსავლეთის ქარს დასდევს;
უმატა სიცრუეს და ძალადობას.
ასურეთთან დებენ შეთანხმებას+ და ეგვიპტეში მიაქვთ ზეთი.+
2 იეჰოვა სასამართლოში უჩივის იუდას,+
პასუხს მოსთხოვს იაკობს მისი საქციელისთვის,
მიუზღავს მისი საქმეებისამებრ.+
4 დაეჭიდა ანგელოზს და სძლია.
ტიროდა და წყალობას ითხოვდა“.+
ჩემს ნაშრომს წუნს ვერ დასდებენ და დანაშაულს ვერ მიპოვიანო.
9 ეგვიპტიდან მოყოლებული მე ვარ შენი ღმერთი, იეჰოვა.+
კვლავაც კარვებში გაცხოვრებ,
როგორც დანიშნულ დღეებში*.
11 გალაადში მზაკვრობდნენ+ და სიცრუეს ლაპარაკობდნენ.
13 წინასწარმეტყველის მეშვეობით გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტიდან+
და წინასწარმეტყველის მეშვეობით იცავდა მას.+
14 ეფრემმა ძლიერ გაანაწყენა ღმერთი,+
მის კისერზეა მის მიერ დაღვრილი სისხლი;
ბატონი მიუზღავს მას იმ შეურაცხყოფისთვის,
მას რომ მიაყენა“.+