იონა
3 მაშინ მეორედ ეუწყა იონას იეჰოვას სიტყვა:+ 2 „ადექი, წადი ნინევეში,+ დიდ ქალაქში, და გამოუცხადე ნინეველებს ის, რასაც გეუბნები!“
3 იონაც იეჰოვას სიტყვისამებრ+ ადგა და წავიდა ნინევეში.+ ნინევე ძალიან დიდი ქალაქი იყო, მის შემოვლას სამი დღე სჭირდებოდა. 4 შევიდა იონა ქალაქში. ერთი დღის განმავლობაში დადიოდა და აცხადებდა: „40 დღეღა დარჩა ნინევეს დამხობამდე!“
5 ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი,+ მარხვა გამოაცხადეს და განურჩევლად ყველამ ჯვალოს სამოსი ჩაიცვა. 6 როცა გაცხადებულმა ცნობამ ნინევეს მეფის ყურამდე მიაღწია, ადგა ტახტიდან, გაიხადა სამეფო სამოსელი, ჯვალოს სამოსი ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. 7 გამოცხადდა ნინევეში მეფის ბრძანება:
„მეფისა და მისი დიდებულების ბრძანებისამებრ, არც კაცმა, არც ცხვარ-ძროხამ და არც სხვა ცხოველებმა პირი არაფერს დააკარონ; არც ჭამონ და არც წყალი დალიონ. 8 ჯვალოს სამოსი ჩაიცვას ყველამ და ცხოველებსაც ჯვალო შემოახვიონ. ხალხმა მთელი გულით მოუხმოს ღმერთს; ნუღარ ჩაიდენენ ბოროტებას და ნუღარავის მიაყენებენ ზიანს. 9 ვინ იცის, იქნებ გადაიფიქროს ჭეშმარიტმა ღმერთმა, აღარ დაგვატეხოს რისხვა და გადავრჩეთ!“
10 როცა ჭეშმარიტმა ღმერთმა დაინახა, რომ აღარ სჩადიოდა ხალხი ბოროტებას,+ გადაიფიქრა და აღარ დაატეხა მათ უბედურება.+