ამოსი
4 «ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო,
სამარიის მთის მკვიდრნო,+
საწყლებს რომ სძალავთ,+ ღარიბებს რომ ჩაგრავთ
და თქვენს ქმრებს ეუბნებით, რამე მოიტანე და დავლიოთო!
2 უზენაესმა უფალმა იეჰოვამ თავისი სიწმინდე დაიფიცა:
„დაგიდგებათ დრო, როცა თქვენ ყასბის კაუჭებით აგწევენ,
თქვენგან დარჩენილ ნაწილს კი — ანკესებით;
3 თითოეული პირდაპირ გარღვეულ კედელში გახვალთ;
ჰარმონისკენ გაგყრიან“, — ამბობს იეჰოვა.
5 დაწვით სამადლობელ მსხვერპლად საფუვრიანი პური,+ რომ აბოლდეს,
გაახმაურეთ, როცა ნებაყოფლობითი შესაწირავი მიგაქვთ,
რადგან გიყვართ ამის კეთება, ისრაელებო“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
6 „შიმშილისგან კბილები აგიკაწკაწეთ თქვენს ქალაქებში
და პური გამოილია თქვენს სახლებში,+
მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
მიწის ერთ ნაკვეთს აწვიმდა,
უწვიმოდ დარჩენილი კი ხმებოდა.
8 ორი ან სამი ქალაქი ერთი ქალაქისკენ მიბარბაცებდა წყლის დასალევად+
და წყურვილს ვერ იკლავდა;
მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
9 „ხორშაკი და ჭრაქი მოგივლინეთ.+
იშენებდით ბაღ-ვენახებს,
მაგრამ ლეღვსა და ზეთისხილს კალია გიჩანაგებდათ;+
მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
10 „ისეთი ჭირი შეგყარეთ, ეგვიპტეს რომ მოვუვლინე;+
მახვილით დავხოცე თქვენი ჭაბუკები+ და თქვენი ცხენები გავატაცებინე.+
თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე,+
მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“, — ამბობს იეჰოვა.
ცეცხლიდან გამოღებულ კუნძს ჰგავდით,
მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
12 „ამიტომ ასე დაგსჯი, ისრაელო!
რაკი ეს უნდა დაგმართო,
გაემზადე შენი ღვთის დასახვედრად, ისრაელო!