იგავები
24 ბოროტი ხალხის ნუ შეგშურდება
და მათთან ყოფნას ნუ მოისურვებ,+
2 რადგან გულში ძალადობას იზრახავენ
და პირით ბოროტებას აფრქვევენ.
10 თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება,
ძალა გამოგეცლება.
12 თუ იტყვი, არ ვიცოდითო,
განა ვერ დაინახავს ამას გულთამხილავი?!+
განა არ ეცოდინება ეს შენს მეთვალყურეს
და არ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეებისამებრ?!+
13 შვილო, ჭამე თაფლი, სასარგებლოა;
ტკბილია ფიჭიდან დაღვრილი თაფლი.
14 გახსოვდეს, რომ სიბრძნეც სასარგებლოა;+
თუ შეიძენ მას, კარგი მომავალი გექნება
და იმედი არ გაგიცრუვდება.+
15 ნუ ჩაუსაფრდები მართალს სახლთან;
ნუ დააქცევ მის მოსასვენებელ ადგილს.
17 შენი მტრის დაცემა ნუ გაგიხარდება
და მისი წაბორძიკება ნუ გაგიხარებს გულს,+
18 თორემ დაინახავს ამას იეჰოვა და არ მოეწონება.
იგი აღარ განურისხდება მას.+
19 ბოროტ ხალხზე გული ნუ მოგივა,
ნუ შეგშურდება მათი.
20 უკეთურებს მომავალი არა აქვთ;+
ბოროტთა ლამპარი ჩაქრება.+
21 შვილო, იეჰოვასი და მეფის გეშინოდეს.+
კაცმა არ იცის, როგორ მოუღებენ ისინი* მათ ბოლოს.+
23 ეს სიტყვებიც ბრძენთათვისაა:
მიკერძოებით არავინ გაასამართლოთ.+
24 ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო,+
ხალხები დასწყევლიან და ერები შერისხავენ,
26 გულწრფელი პასუხის გამცემს პირზე აკოცებენ*.+
28 უსაფუძვლოდ ნუ გამოხვალ მოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ;+
ნუ შეიყვან სხვებს შეცდომაში.+
30 ზარმაცის ყანასა და უგუნურის ვენახს ჩავუარე+
31 და დავინახე, რომ ყველგან სარეველა ამოსულიყო,
იქაურობას ჭინჭარი მოსდებოდა
და ქვის კედელი დანგრეულიყო.+
32 დავაკვირდი და აი, რას მივხვდი,
დავინახე და აი, რა დავასკვენი: