ესაია
64 ნეტავ უმალ ცა გაგერღვია და დაბლა ჩამოსულიყავი,
რომ შეძრულიყო მთები შენ გამო,
2 ნეტავ ცეცხლივით ჩამოსულიყავი, ფიჩხს რომ ეკიდება
და წყალს ადუღებს,
მაშინ შენს სახელს გაიგებდნენ შენი მოწინააღმდეგეები
და შენ წინაშე აკანკალდებოდნენ ხალხები!
3 როცა შიშის მომგვრელ საქმეებს ახდენდი, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით,+
დაბლა ჩამოდიოდი და იძვროდნენ მთები შენ გამო.+
4 ძველთაგან არავის სმენია, ყური არავის მოუკრავს
და თვალს არ უნახავს ღმერთი შენ გარდა,
რომელიც თავის მომლოდინეთა სასიკეთოდ იღვწის.+
განგარისხეთ, რადგან დიდი ხანია, ვცოდავთ;+
რაღა გადაგვარჩენს?!
ფოთლებივით დავჭკნებით ყველანი
და ქარივით წაგვიღებს ჩვენი დანაშაული.
7 არავინ უხმობს შენს სახელს,
თავს არ იწუხებენ, რომ ჩაგეჭიდონ,
რადგან პირი მოგვარიდე+
და ჩვენივე დანაშაულის მსხვერპლად გვაქციე.
8 იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ!+
ჩვენ თიხა ვართ, შენ კი — მეთუნე.+
ყველანი შენი ნახელავი ვართ.
გთხოვთ, შემოგვხედე, ჩვენ ხომ შენი ხალხი ვართ!
10 უდაბნოდ იქცა შენი წმინდა ქალაქები.
უდაბნოდ იქცა სიონი,
გაპარტახდა იერუსალიმი.+
11 ჩვენი წმინდა და დიდებული ტაძარი,
სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას გიძღვნიდა,
ცეცხლმა შთანთქა;+
თუკი რამ ძვირფასი იყო ჩვენთვის, ნანგრევებად იქცა.
12 ამის შემხედვარე, ნუთუ კვლავ არაფერს მოიმოქმედებ, იეჰოვა?!
მდუმარედ დააკვირდები ჩვენს ასეთ ჩაგვრას?!+