იერემია
4 „თუ დაბრუნდები, ისრაელო, — ამბობს იეჰოვა, —
თუ დამიბრუნდები
და მოიცილებ საზიზღარ კერპებს,
აღარ მოგიწევს ხეტიალი.+
2 თუ დაიფიცებ
ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, სამართლიანად, ჭეშმარიტებითა და სიმართლით,
მაშინ ის აკურთხებს ხალხებს
და მისით იამაყებენ ისინი“.+
3 აი, რას ეუბნება იეჰოვა იუდას ხალხსა და იერუსალიმს:
„მოხანით მიწა,
ეკლებში ნუ თესავთ.+
იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო,
რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო
ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა
და ისე არ აგიზგიზდეს, რომ ვეღარავინ ჩააქროს!“+
5 გააცხადეთ ეს იუდაში და აუწყეთ ეს იერუსალიმში!
დაეცით ყიჟინა და ჩაჰბერეთ საყვირს მთელ ქვეყანაში!+
შესძახეთ: „მოგროვდით,
მივაშუროთ გამაგრებულ ქალაქებს.+
6 სიონისკენ ნიშანი აღმართეთ;
თავს უშველეთ, ნუღარ აყოვნებთ!“
უბედურებას მოვავლენ ჩრდილოეთიდან,+ დიდ უბედურებას.
გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა თავზარი დაეცეთ შენი მიწის შემხედვარეთ.
ნანგრევებად იქცევა შენი ქალაქები, აღარავინ იცხოვრებს იქ.+
9 „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — გული შეუდრკება მეფეს+
და გული შეუდრკებათ მთავრებს.
შეძრწუნდებიან მღვდლები და გაოგნდებიან წინასწარმეტყველები“.+
10 შემდეგ ვთქვი: „უზენაესო უფალო, იეჰოვა! აშკარად ატყუებ ამ ხალხს+ და იერუსალიმს, რომ ეუბნები, მშვიდობა გექნებათო,+ მაშინ როცა მახვილი აქვთ ყელზე მიბჯენილი“.
11 იმ დროს ეტყვიან ამ ხალხსა და იერუსალიმს:
„უდაბნოს გახრიოკებული გორებიდან წამოსული ცხელი ქარი
გადაუვლის ჩემი ხალხის ასულს;
ის არც გასანიავებლად მოდის და არც გასასუფთავებლად.
12 იქიდან მთელი ძალით მოქრის ქარი ჩემი ბრძანებით.
ახლა გამოვუცხადებ მათ ჩემს განაჩენს.
მისი ცხენები არწივებზე სწრაფები არიან.+
ვაი ჩვენს თავს, ვიღუპებით!
14 ამოიძირკვე გულიდან ბოროტება, იერუსალიმო, რათა გადარჩე!+
როდემდე უნდა ბუდობდეს შენში ბოროტი ზრახვები?!
16 გამოუცხადეთ ეს ხალხებს,
გამოუცხადეთ ეს იერუსალიმს“.
„გუშაგები მოდიან შორეული ქვეყნიდან;
ხმას აიმაღლებენ ისინი იუდას ქალაქებზე.
18 შენი გზებისა და საქმეებისამებრ მიიღებ საზღაურს.+
ძალიან დიდია შენი უბედურება,
რადგან ურჩობამ ღრმად გაიდგა ფესვი შენს გულში“.
19 ვაიმე, როგორ ვიტანჯები, როგორ ვიტანჯები!
ძლიერ მტკივა გული.
გამალებით მიცემს გული,
20 უბედურება უბედურებაზე ცხადდება,
განადგურდა მთელი ქვეყანა.
მოულოდნელად განადგურდა ჩემი კარვები,
უეცრად მოისპო ჩემი კარვის ქსოვილები.+
უგუნურები არიან; არა აქვთ გონიერება.
გაწაფულნი არიან ცუდის კეთებაში,
სიკეთის კეთება კი არ იციან.
23 გავიხედე და რას ვხედავ! დაცარიელებულა და გაუკაცრიელებულა ქვეყანა;+
ავხედე ცას და დაჰკარგოდა მას სინათლე.+
25 გავიხედე და კაციშვილი აღარ იყო იქ;
ცის ფრინველებიც გაფრენილიყვნენ.+
ეს იეჰოვას გამო მოხდა,
მისი მრისხანების გამო.
ეს იმიტომ, რომ მე ვთქვი, მე გადავწყვიტე;
არც ვნანობ და არც გადავიფიქრებ.+
ბუჩქნარს აფარებენ თავს
და კლდეებზე მიცოცავენ.+
მიტოვებულია ყველა ქალაქი,
აღარავინ ცხოვრობს იქ“.
30 ალისფერი ტანსაცმლით რომ იმოსებოდი,
ოქროს სამკაულებით რომ ირთვებოდი,
თვალებს შავი საღებავით რომ იდიდებდი,
ახლა რაღას იზამ, გაპარტახებულო?!
ამაოდ ილამაზებდი თავს,+
რადგან შეგიძულეს მათ, ვინც შენკენ ილტვოდა,
და ახლა მოსაკლავადაც დაგდევენ.+
31 გავიგონე თითქოსდა ტკივილებით გატანჯული ქალის ხმა,
გასაჭირში მყოფი ქალისა, პირველ ბავშვს რომ აჩენს,
სიონის ასულის ხმა, ძლივს რომ სუნთქავს.
ხელებს იშვერს და ამბობს,+
ვაიმე, მკვლელებმა სული ამომხადესო.