მატიანე — წიგნი პირველი
27 აი ისრაელები — შტოთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები,+ ზედამხედველები, რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ+ და ყველა იმ საქმეს უძღვებოდნენ, რაც დანაყოფებს ეხებოდა. ეს დანაყოფები წლის განმავლობაში ყოველთვიურად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს; თითოეული ასეთი დანაყოფი 24 000 კაცისგან შედგებოდა.
2 პირველ თვეს მომსახურე პირველ დანაყოფს მეთაურობდა იაშობამი,+ ზაბდიელის ვაჟი; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 3 ის ფერეცის+ შთამომავალი იყო და პირველ თვეს მომსახურე ჯგუფების ზედამხედველებს მეთაურობდა. 4 მეორე თვეს მომსახურე დანაყოფს მეთაურობდა ახოხელი+ დოდაი,+ წინამძღოლი იყო მიკლოთი; დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 5 მესამე თვეს მომსახურე მესამე დანაყოფს მეთაურობდა ბენაია,+ უფროს მღვდელ იეჰოიადას+ ვაჟი; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 6 ბენაია 30-ში ერთ-ერთი ძლიერი მებრძოლი და 30-ის მეთაური იყო. მის დანაყოფს მისი ვაჟი ამიზაბადი მეთაურობდა. 7 მეოთხე თვეს მომსახურე მეოთხე, იოაბის ძმის,+ ასაჰელის,+ დანაყოფს, მისი ვაჟი ზებადია მეთაურობდა; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 8 მეხუთე თვეს მომსახურე მეხუთე დანაყოფს მეთაურობდა იზრახელი შამჰუთი; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 9 მეექვსე თვეს მომსახურე მეექვსე დანაყოფის მეთაური იყო ირა,+ თეკოელი+ იკეშის ვაჟი; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 10 მეშვიდე თვეს მომსახურე მეშვიდე დანაყოფის მეთაური იყო ფელონელი ხელეცი+ ეფრემელთაგან; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 11 მერვე თვეს მომსახურე მერვე დანაყოფის მეთაური იყო ხუშელი სიბექაი+ ზერახელთაგან;+ მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 12 მეცხრე თვეს მომსახურე მეცხრე დანაყოფის მეთაური იყო ანათოთელი+ აბი-ეზერი+ ბენიამინელთაგან; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 13 მეათე თვეს მომსახურე მეათე დანაყოფის მეთაური იყო ნეტოფელი მაჰრაი+ ზერახელთაგან;+ მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 14 მეთერთმეტე თვეს მომსახურე მეთერთმეტე დანაყოფის მეთაური იყო ფირათონელი ბენაია+ ეფრემელთაგან; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო. 15 მეთორმეტე თვეს მომსახურე მეთორმეტე დანაყოფის მეთაური იყო ნეტოფელი ხელდაი ოთნიელის შთამომავალთაგან; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
16 ისრაელის ტომების წინამძღოლები იყვნენ: რეუბენის ტომისა — ელიეზერი, ზიქრის ვაჟი; სიმონის ტომისა — შეფატია, მააქას ვაჟი; 17 ლევის ტომისა — ხაშაბია, კემუელის ვაჟი; აარონის შთამომავლებისა — ცადოკი; 18 იუდას ტომისა — ელიჰუ,+ დავითის ერთ-ერთი ძმა; ისაქარის ტომისა — ომრი, მიქაელის ვაჟი; 19 ზებულონის ტომისა — იშმაია, ობადიას ვაჟი; ნაფთალის ტომისა — იერიმოთი, აზრიელის ვაჟი; 20 ეფრემის ტომისა — ჰოშეა, აზაზიას ვაჟი; მენაშეს ტომის ნახევრისა — იოელი, ფედაიას ვაჟი; 21 გალაადში მცხოვრები მენაშეს ტომის ნახევრისა — იდო, ზაქარიას ვაჟი; ბენიამინის ტომისა — იაასიელი, აბნერის+ ვაჟი; 22 დანის ტომისა — აზარელი, იეროხამის ვაჟი. ესენი იყვნენ ისრაელის ტომების მთავრები.
23 დავითს 20 წლისა და 20 წლამდე ასაკისა არავინ აღურიცხავს, რადგან იეჰოვა დაჰპირდა, რომ ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა ისრაელს.+ 24 თავის დროზე იოაბმა, ცერუიას ვაჟმა, დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაუმთავრებია; რისხვა დაატყდა ისრაელს ამ აღრიცხვის გამო+ და არ ჩაწერილა აღრიცხულთა რიცხვი მეფე დავითის მატიანეში.
25 მეფის საგანძური+ აზმავეთს, ადიელის ვაჟს, ებარა; ის საწყობები, რომლებიც მინდვრებში, ქალაქებში, სოფლებსა და კოშკებში ჰქონდათ, იონათანს, უზიას ვაჟს, ებარა; 26 ყანაში მომუშავეებს, მიწათმოქმედებს, ზედამხედველობას ქელუბის ვაჟი ეზრი უწევდა; 27 ვენახები რამათელ შიმეის ებარა, ღვინის საცავი — შიფმითელ ზაბდის, 28 შეფელას+ ზეთისხილის კორომები და სიკომოროს ხეები+ — გედერელ ბაალ-ხანანს, ზეთის საცავი — იოაშს, 29 შარონში მობალახე ნახირი — შარონელ+ შიტრაის, ველებზე მობალახე ნახირი — ადლაის ვაჟ შაფატს, 30 აქლემები — ისმაელელ ობილს, ჭაკი ვირები — მერონოთელ იეხდეიას, 31 ცხვრის ფარები კი — აგრელ იაზიზს. ესენი განაგებდნენ დავით მეფის ქონებას.
32 დავითის ძმისშვილი იონათანი,+ რომელიც გონიერი კაცი იყო, მრჩეველიც იყო და მწერალიც. იეხიელი, ხაქმონის ვაჟი, უფლისწულებზე+ ზრუნავდა. 33 ახითოფელი+ მეფის მრჩეველი იყო, არქიელი ხუშაი+ კი — მეფის მეგობარი; 34 ახითოფელის შემდეგ მრჩევლები იყვნენ ბენაიას+ ვაჟი იეჰოიადა და აბიათარი;+ იოაბი+ მეფის ჯარის მხედართმთავარი იყო.