იერემია
50 აი, რა თქვა იეჰოვამ ბაბილონის,+ ქალდეველთა მიწის შესახებ იერემია წინასწარმეტყველის პირით:
2 «აუწყეთ ეს ხალხებს, გამოაცხადეთ,
ნიშანი აღმართეთ და გამოაცხადეთ,
ყველაფერი თქვით!
აუწყეთ: „დაპყრობილია ბაბილონი,+
შერცხვენილია ბელი,+
შეძრწუნებულია მეროდაქი,
შერცხვენილნი არიან ბაბილონის ქანდაკებები,
შეძრწუნებულნი არიან მისი საზიზღარი კერპები*“.
3 მის წინააღმდეგ წამოვიდა ხალხი ჩრდილოეთიდან.+
მისი მიწის შემხედვარეს ყველას თავზარი ეცემა;
აღარავინ ცხოვრობს იქ.
გაქცეულია კაციცა და პირუტყვიც;
აღარ არიან იქ».
4 «იმ დღეებში, იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — ისრაელი და იუდა ერთად მოვლენ;+ მოთქმა-გოდებით მოვლენ+ და ერთად დაუწყებენ ძებნას თავიანთ ღმერთს, იეჰოვას.+ 5 სიონისკენ მიმავალ გზას იკითხავენ, მისკენ იბრუნებენ პირს+ და იტყვიან, მოდით დავიცვათ იეჰოვას მარადიული შეთანხმება, რომელიც დავიწყებას არ მიეცემაო.+ 6 ჩემი ხალხი დაკარგულ ცხვრის ფარას დაემსგავსა;+ მწყემსები გზას უბნევდნენ,+ მთა-მთა და გორა-გორა ახეტიალებდნენ; დაივიწყეს თავიანთი მოსასვენებელი ადგილი. 7 მათმა მპოვნელებმა შთანთქეს ისინი;+ მათმა მტრებმა თქვეს, არ ვართ დამნაშავენი, რადგან შესცოდეს იეჰოვას, სიმართლის სამყოფელს, და თავიანთი მამა-პაპის იმედს, იეჰოვასო.
დაირაზმებიან მის წინააღმდეგ
და დაიპყრობენ მას.
მათი ისრები მეომრის ისრებს ჰგავს,
შვილებს რომ უხოცავენ მშობლებს+
და უშედეგოდ არ ბრუნდებიან.
გაძღებიან მისი მძარცველები,+ — ამბობს იეჰოვა.—
კუნტრუშებდით, როგორც დეკეულები ბალახზე,
და ულაყებივით ჭიხვინებდით.
იმედგაცრუებულია თქვენი გამჩენი.
ყველაზე მდაბიოა ის ხალხთა შორის,
უწყლო უდაბნოსავით და ხრიოკივითაა.+
ვინც ბაბილონს ჩაუვლის, გაოგნებული დაუწყებს ყურებას
და სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო.+
14 ყოველი მხრიდან გამოდით რაზმებად ბაბილონის წინააღმდეგ,
მშვილდის მომზიდავნო;
15 ყოველი მხრიდან დაეცით საომარი ყიჟინა მის წინააღმდეგ.
ჩამოყარა ხელები,
საკადრისი მიუზღეთ მას;
როგორც თვითონ იქცეოდა, თქვენც ისე მოექეცით.+
სასტიკი მახვილის შიშით თითოეული თავის ხალხს შეაფარებს თავს;
თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.+
17 დაფანტული ცხვარია ისრაელი,+ ლომებმა განდევნეს;+ ჯერ ასურეთის მეფემ შთანთქა+ და მერე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გამოუხრა ძვლები.+ 18 ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც ასურეთის+ მეფე დავსაჯე. 19 დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე,+ მოძოვს ის ქარმელსა და ბაშანში,+ გაძღება იგი ეფრემისა+ და გალაადის+ მთებში“.
20 იმ დღეებში, იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, —
დაუწყებენ ძებნას ისრაელის დანაშაულს,
მაგრამ ვერ იპოვიან,
ვერ იპოვიან იუდას ცოდვებს,
რადგან მე ვაპატიებ მათ, ვისაც ცოცხალს დავტოვებ.+
21 გამოდი მერათაიმის მიწისა და ფეკოდის+ მკვიდრთა წინააღმდეგ.
გაჟლიტე და გაანადგურე ისინი, — ამბობს იეჰოვა, —
ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გიბრძანე.
22 ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში,
დიდი უბედურებაა.
23 ო, როგორ გატყდა, როგორ დაიმტვრა მთელი ქვეყნის ურო!+
ბაბილონის შემხედვარე ყველა ერი თავზარდაცემულია!+
24 მახე დაგიგე, ბაბილონო, და ისე გაები,
რომ ვერც მიხვდი.
გიპოვეს და შეგიპყრეს,+
რადგან იეჰოვას დაუპირისპირდი.
რადგან უზენაეს უფალს, ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, საქმე აქვს
ქალდეველთა მიწაზე.
26 შორეული მხარეებიდან გამოდი მის წინააღმდეგ;+
გააღე მისი ბეღლები.+
მარცვლეულის გროვას დაამსგავსე ის;
მთლიანად მოსპე;+
არავინ დაუტოვო.
ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე,
მათი განკითხვის დღე!
28 ისმის ბაბილონიდან გაქცეულთა და თავდაღწეულთა ხმა,
რათა ამცნონ სიონში
ჩვენი ღვთის, იეჰოვას, შურისძიების,
მისი ტაძრისთვის შურისძიების შესახებ.+
დაბანაკდით მის გარშემო, არავინ გაგექცეთ!
მიუზღეთ მას მისი ნამოქმედარისამებრ,+
მისი საქმეებისამებრ მოექეცით,+
რადგან გაუკადნიერდა იეჰოვას,
ისრაელის წმინდას.+
30 ამიტომაც დაეცემიან მოედნებზე მისი ჭაბუკები,+
იმ დღეს განადგურდება ყველა მისი მეომარი, — ამბობს იეჰოვა.
დადგება შენი დღე, დრო, როცა პასუხს მოგთხოვ.
ცეცხლს მივცემ შენს ქალაქებს,
შენ ირგვლივ ყველაფერი გადაიწვება.
33 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„ისრაელისა და იუდას მკვიდრთ ჩაგრავენ,
34 მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი,+
ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+
ის განიხილავს მათ სასამართლო საქმეს,+
შვება რომ მოჰგვაროს მათ მიწას+
და შეაშფოთოს ბაბილონის მკვიდრნი.+
35 მახვილია მოღერებული ქალდეველთა წინააღმდეგ, — ამბობს იეჰოვა, —
ბაბილონის მკვიდრთა, მის მთავართა და მის ბრძენთა წინააღმდეგ.+
36 მახვილია მოღერებული ცრუწინასწარმეტყველთა წინააღმდეგ; უგუნურად მოიქცევიან ისინი.
მახვილია მოღერებული მის მებრძოლთა წინააღმდეგ; შეძრწუნდებიან ისინი.+
37 მახვილია მოღერებული მათი ცხენებისა
და საომარი ეტლების წინააღმდეგ,
იქ მყოფი მთელი ჭრელი ხალხის წინააღმდეგ;
ქალებს დაემსგავსებიან ისინი.+
მახვილია მოღერებული მისი განძეულობის წინააღმდეგ; გაიძარცვებიან ისინი.+
38 განადგურებაა მის წყლებზე; დაშრებიან ისინი.+
ქანდაკებების ქვეყანაა ის;+
თავიანთი საზარელი ხილვების გამო შეშლილებივით იქცევიან.
აღარასოდეს დასახლდება იქაურობა,
აღარ იცხოვრებენ იქ მომავალი თაობები.+
40 აღარავინ იცხოვრებს იქ, კაციშვილი არ დასახლდება, როგორც ეს სოდომის, გომორისა+ და მისი მეზობელი ქალაქების+ დამხობის შემდეგ მოხდა, — ამბობს იეჰოვა.+ —
42 მშვილდი და შუბი მომარჯვებული აქვთ.+
სასტიკნი არიან, არავის დაინდობენ.+
აღელვებული ზღვასავით ხმაურობენ;+
ცხენებს მოაგელვებენ;
ერთიანად დარაზმულან, რომ შეგებრძოლონ, ბაბილონის ასულო.+
იტანჯება, მწვავე ტკივილებმა შეიპყრო მშობიარე ქალივით.
44 გამოვა ვიღაც, ისე როგორც ლომი გამოდის იორდანის პირას ბუჩქნარიდან და თავს დაესხმება უსაფრთხო საძოვრებს, მაგრამ მყისვე გავაქცევ მათ მისგან და რჩეულს დავუყენებ მას.+ ვინ გამიტოლდება?! ვინ შემომედავება?! რომელი მწყემსი დამიდგება წინ?!+ 45 ამიტომ მოისმინეთ იეჰოვას გადაწყვეტილება, რომელიც მან ბაბილონის+ წინააღმდეგ მიიღო, და ის, რაც ქალდეველთა მიწის წინააღმდეგ განიზრახა:
წაათრევენ ბატკნებს.
მათ გამო გააპარტახებს ის მათ საცხოვრებელს.+
46 ბაბილონის დაპყრობის ხმაზე მიწა შეზანზარდება,
ყვირილის ხმას ყველა ხალხი გაიგონებს“».+