ასაფის საგალობელი.+
50 უზენაესი ღმერთი იეჰოვა+ ლაპარაკობს;
ის კრებს დედამიწის მკვიდრთ
მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე.
2 სიონიდან, სრულქმნილი მშვენიერების სავანიდან,+ გამობრწყინდა ღმერთი.
3 მოვა ჩვენი ღმერთი და არ დადუმდება.+
შთამნთქმელი ცეცხლია მის წინაშე+
და ქარიშხალი მძვინვარებს მის გარშემო.+
4 ის უხმობს მაღლით ცას და დაბლით მიწას,+
რათა განიკითხოს თავისი ხალხი:+
5 „ჩემთან შეგროვდით, ჩემო ერთგულნო,
თქვენ, ვინც მსხვერპლით მიდებთ შეთანხმებას“.+
6 ზეცა აცხადებს მის სიმართლეს,
რადგან ღმერთია მოსამართლე.+ (სელა)
7 „ჩემო ხალხო, მისმინე და გეტყვი,
შენ წინააღმდეგ დავამოწმებ, ისრაელო.+
მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი!+
8 არც შესაწირავის გამო შეგაგონებ
და არც მთლიანად დასაწვავი მსხვერპლის გამო, რომელიც მუდამ ჩემ წინაშეა.+
9 არ მჭირდება შენი სახლიდან მოზვერი,
არც შენი ფარეხებიდან — ვაცები,+
10 რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი+
და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე.
11 ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი,+
ჩემია ველის ურიცხვი ცხოველიც.
12 რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი,
რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა და ყოველივე მასზე არსებული.+
13 განა შევჭამ მოზვრების ხორცს
ან შევსვამ ვაცების სისხლს?!+
14 მსხვერპლად მადლობა შესწირე ღმერთს+
და აღთქმები შეუსრულე უზენაესს.+
15 მომიხმე გაჭირვების ჟამს,+
გადაგარჩენ და შენც განმადიდებ“.+
16 ბოროტს ღმერთი ეტყვის:
„რა უფლებით ლაპარაკობ ჩემს წესებზე+
ანდა ჩემს შეთანხმებაზე?!+
17 შენ ხომ გძულს დარიგება
და ყურს არ უგდებ ჩემს სიტყვებს.+
18 ქურდს საქციელს უწონებ+
და მრუშებთან მეგობრობ.
19 შენი ბაგე ბოროტებას ავრცელებს
და სიცრუე არ გშორდება ენიდან.+
20 ზიხარ და საკუთარ ძმას ძრახავ;+
დედაშენის ვაჟზე აუგს ამბობ.
21 როცა ასე იქცეოდი, ვდუმდი,
და გეგონა, რომ მეც შენნაირი ვიყავი,
მაგრამ ახლა შეგაგონებ
და ბრალს დაგდებ.+
22 გთხოვთ, დაუკვირდით ამას, ღვთის დამვიწყებლებო,+
თორემ დაგგლეჯთ და კაცი არ იქნება თქვენი მშველელი.
23 ვინც მსხვერპლად მადლობას მწირავს, ის განმადიდებს!+
ვინც სწორ გზას ადგას,
მას ვუჩვენებ, რომ მხსნელი ღმერთი ვარ!“+