მატიანე — წიგნი მეორე
23 მე-7 წელს იეჰოიადამ გაბედულება მოიკრიბა და კავშირი შეკრა ასისთავებთან:+ იეროხამის ძე აზარიასთან, იეჰოხანანის ძე ისმაელთან, ობედის ძე აზარიასთან, ადაიას ძე მაასეიასთან და ზიქრის ძე ელიშაფატთან. 2 შემოიარეს მათ მთელი იუდა და შეკრიბეს იუდას ქალაქებიდან ლევიანები+ და ისრაელის საგვარეულოთა თავკაცები. იერუსალიმში რომ მივიდნენ, 3 მთელმა ხალხმა შეთანხმება+ დადო მეფესთან ღვთის ტაძარში, რის შემდეგაც იეჰოიადამ უთხრა მათ:
„უფლისწული გამეფდება იმ დაპირებისამებრ, იეჰოვამ რომ წარმოთქვა დავითის შთამომავლებზე.+ 4 აი, რა გევალებათ: თქვენგან, მღვდელთაგან და ლევიანთაგან, რომელთაც შაბათს მოგიწევთ მორიგეობა,+ ერთი მესამედი კარის მცველი იქნება,+ 5 ერთი მესამედი მეფის სასახლეს+ დაიცავს და ერთი მესამედიც — საძირკვლის კარიბჭეს, მთელი ხალხი კი იეჰოვას ტაძრის ეზოებში იქნება.+ 6 არავინ შეუშვათ იეჰოვას ტაძარში მღვდლებისა და მომსახურე ლევიანების გარდა.+ მხოლოდ მათ შეეძლებათ შესვლა, რადგან ეს წმინდა ჯგუფია; მთელი ხალხიც შეასრულებს თავის ვალდებულებას იეჰოვას წინაშე. 7 გარს შემოერტყან მეფეს ლევიანები, თითოეული იარაღით ხელში; ვინც კი ტაძარში შემოვა, უნდა მოკვდეს. გვერდიდან არ მოსცილდეთ მეფეს, სადაც არ უნდა წავიდეს!“
8 ლევიანებმა და მთელმა იუდამ ყველაფერი მღვდელ იეჰოიადას ბრძანებისამებრ გააკეთეს. წაიყვანა თითოეულმა თავისი ხალხი, ისინი, ვინც შაბათს მორიგეობდნენ, და ისინიც, ვინც შაბათს არ იყვნენ მორიგეები,+ რადგან მღვდელ იეჰოიადას არ დაუთხოვია ჯგუფები.+ 9 დაურიგა მღვდელმა იეჰოიადამ ასისთავებს+ მეფე დავითის პატარა ფარები, მრგვალი ფარები და შუბები,+ რომლებიც ღვთის ტაძარში ეწყო.+ 10 მან დააყენა მთელი ხალხი მეფის გარშემო, თითოეული იარაღით ხელში ტაძრის მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარემდე, სამსხვერპლოსთან და ტაძართან. 11 შემდეგ გამოიყვანეს უფლისწული,+ დაადგეს მას გვირგვინი, დაადეს მოწმობა*+ და გაამეფეს; სცხეს ის იეჰოიადამ და მისმა ვაჟებმა და თქვეს: „დღეგრძელი იყოს მეფე!“+
12 შემოესმა ათალიას ხალხის ხმა, რომლებიც მირბოდნენ და ხოტბას ასხამდნენ მეფეს, და მაშინვე იეჰოვას ტაძარში შეკრებილ ხალხს მიაშურა.+ 13 დაინახა შესასვლელში მეფე, თავის სვეტთან მდგომი, და მასთან ერთად მთავრები+ და მესაყვირეები; ხარობდა ხალხი+ და საყვირებს აყვირებდა, მგალობლები კი საკრავებით ხელში უძღვებოდნენ სახოტბო სიმღერების შესრულებას. მაშინ ათალიამ სამოსი შემოიხია და დაიკივლა: „შეთქმულებაა! შეთქმულება!“ 14 გამოიხმო მღვდელმა იეჰოიადამ ჯარის ასისთავები და უბრძანა მათ: „მოაშორეთ აქედან! ვინც მას გაჰყვება, მახვილით მოკალით!“ იეჰოიადას ნათქვამი ჰქონდა, იეჰოვას ტაძარში არ მოკლათო ის. 15 მაშინ ხელი სტაცეს მას, მიიყვანეს მეფის სასახლის ცხენის კარიბჭის შესასვლელთან და იქ მოკლეს.
16 ამის შემდეგ პირობა დადეს იეჰოიადამ, მთელმა ხალხმა და მეფემ, რომ კვლავაც იეჰოვას ხალხი იქნებოდნენ.+ 17 მივიდა მთელი ხალხი ბაალის ტაძარში და დაანგრია ის;+ დაანგრიეს მისი სამსხვერპლოებიც და დალეწეს მისი ქანდაკებებიც,+ ბაალის ქურუმი+ მათანი კი სამსხვერპლოების წინ მოკლეს. 18 იეჰოიადამ იეჰოვას ტაძრის მეთვალყურეებად ის მღვდლები და ლევიანები განაწესა, რომლებიც დავითს ჯგუფებად ჰყავდა დანიშნული იეჰოვას ტაძრის სამეთვალყურეოდ, რათა მოსეს კანონში+ ჩაწერილის თანახმად შეეწირათ იეჰოვასთვის განკუთვნილი დასაწვავი მსხვერპლი+ და თან, დავითის მითითებისამებრ, ეს სიხარულით ეკეთებინათ და ეგალობათ. 19 იეჰოვას ტაძრის კარიბჭეებთან მცველები+ დააყენა, რათა ვერცერთი გაუწმინდურებული ვერ შესულიყო იქ. 20 შეკრიბა მან ასისთავები,+ დიდებულები, ხალხის მმართველები და მთელი ხალხი და გამოიყვანა მეფე იეჰოვას ტაძრიდან. ზემო კარიბჭის გავლით მივიდნენ ისინი მეფის სასახლეში და ტახტზე+ დასვეს მეფე.+ 21 ხარობდა ხალხი და მშვიდობა იყო ქალაქში, რადგან ათალია უკვე მახვილით მოეკლათ.