მატიანე — წიგნი პირველი
2 ისრაელის+ ვაჟები იყვნენ: რეუბენი,+ სიმონი,+ ლევი,+ იუდა,+ ისაქარი,+ ზებულონი,+ 2 დანი,+ იოსები,+ ბენიამინი,+ ნაფთალი,+ გადი+ და აშერი.+
3 იუდას ვაჟები იყვნენ: ერი, ონანი და შელა. ეს სამი ვაჟი შეეძინა მას შუას ასულისგან, ქანაანელი ქალისგან.+ იეჰოვას არ მოსწონდა ერის, იუდას პირმშოს, საქციელი, ამიტომ აღარ აცოცხლა იგი.+ 4 თავისი რძლისგან, თამარისგან,+ იუდას შეეძინა ფერეცი+ და ზერახი. სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა იუდას.
5 ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი და ხამული.+
6 ზერახის შთამომავლები იყვნენ: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარა — სულ ხუთი.
7 ქარმის ვაჟი იყო აქარი*, რომელმაც უბედურება დაატეხა ისრაელს,+ რადგან ორგულობა გამოიჩინა და აიღო ის, რაც გასანადგურებელი იყო.+
8 ეთანის ვაჟი იყო აზარია.
9 ხეცრონს შეეძინა ვაჟები: იერახმეელი,+ რამი+ და ქელუბაი*.
10 რამს შეეძინა ამინადაბი,+ ამინადაბს — ნახშონი,+ იუდას შთამომავალთა თავკაცი. 11 ნახშონს შეეძინა სალმა,+ სალმას — ბოაზი,+ 12 ბოაზს — ობედი, ობედს — იესე,+ 13 იესეს შეეძინა ელიაბი, რომელიც მისი პირმშო იყო, მეორე — აბინადაბი,+ მესამე — შიმეა,+ 14 მეოთხე — ნეთანელი, მეხუთე — რადაი, 15 მეექვსე — ოცემი და მეშვიდე — დავითი.+ 16 მათი დები იყვნენ: ცერუია და აბიგაილი.+ ცერუიას ვაჟები იყვნენ: აბიშაი,+ იოაბი+ და ასაჰელი+ — სამნი. 17 აბიგაილს შეეძინა ამასა;+ ამასას მამა იყო ისმაელელი იეთერი.
18 ქალებს, ხეცრონის ძეს, თავისი ცოლისგან, აზუბასგან, და იერიოთისგან შეეძინა ვაჟები: იეშერი, შობაბი და არდონი. 19 მოკვდა აზუბა და ქალებმა ცოლად მოიყვანა ეფრათი,+ რომლისგანაც ხური+ შეეძინა. 20 ხურს შეეძინა ური, ურის კი — ბეცალელი.+
21 ხეცრონმა გალაადის+ მამის, მაქირის,+ ასული 60 წლის ასაკში შეირთო ცოლად, დაწვა მასთან და მან სეგუბი გაუჩინა. 22 სეგუბს შეეძინა იაირი,+ რომელსაც 23 ქალაქი ჰქონდა გალაადის მიწაზე+ 23 (მოგვიანებით გეშურმა+ და სირიამ+ წაართვეს მათ ხავოთ-იაირი+ კენათთან+ და მის მიმდებარე ქალაქებთან ერთად — სულ 60 ქალაქი). ისინი მაქირის, გალაადის მამის, შთამომავლები იყვნენ.
24 მას შემდეგ, რაც ხეცრონი+ მოკვდა ქალებ-ეფრათაში, მისმა ცოლმა, აბიამ, უშვა მას აშხური,+ თეკოას+ მამა*.
25 ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის, ვაჟები იყვნენ: რამი, რომელიც მისი პირმშო იყო, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია. 26 იერახმეელს სხვა ცოლიც ჰყავდა, რომელსაც ატარა ერქვა. ის იყო ონამის დედა. 27 იერახმეელის პირმშოს, რამის, ვაჟები იყვნენ: მააცი, იამინი და ეკერი. 28 ონამის ვაჟები იყვნენ: შამაი და იადა. შამაის ვაჟები იყვნენ: ნადაბი და აბიშური. 29 აბიშურის ცოლს ერქვა აბიჰაილი, რომლისგანაც მას ახბანი და მოლიდი შეეძინა. 30 ნადაბის ვაჟები იყვნენ: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა. 31 აფაიმის ვაჟი იყო იში, იშის ვაჟი იყო შეშანი, შეშანის ვაჟი იყო ახლაი. 32 იადას, შამაის ძმის, ვაჟები იყვნენ: იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა. 33 იონათანის ვაჟები იყვნენ: ფელეთი და ზაზა. ესენი იყვნენ იერახმეელის შთამომავლები.
34 შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მას მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. შეშანს ერთი ეგვიპტელი მსახური ჰყავდა, სახელად იარხა. 35 შეშანმა თავის მსახურ იარხას ერთ-ერთი ქალიშვილი მიათხოვა, რომელმაც იარხას ათაი გაუჩინა. 36 ათაის შეეძინა ნათანი, ნათანს — ზაბადი, 37 ზაბადს — ეფლალი, ეფლალს — ობედი, 38 ობედს — იეჰუ, იეჰუს — აზარია, 39 აზარიას — ხელეცი, ხელეცს — ელეასა, 40 ელეასას — სისმაი, სისმაის — შალუმი, 41 შალუმს — იეკამია, იეკამიას კი — ელიშამა.
42 იერახმეელის ძმის, ქალების,+ ვაჟები იყვნენ: პირმშო მეშა, ზიფის მამა, და ხებრონის მამის, მარეშას, ვაჟები. 43 ხებრონის ვაჟები იყვნენ: კორახი, თაფუახი, რეკემი და შემა. 44 შემას შეეძინა რახამი, იორკეამის მამა. რეკემს შეეძინა შამაი. 45 შამაის ვაჟი იყო მაონი. მაონი იყო ბეთ-ცურის+ მამა. 46 ქალების ხარჭას, ეფას, შეეძინა ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანს შეეძინა გაზეზი. 47 იაჰდაის ვაჟები იყვნენ: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ეფა და შააფი. 48 ქალების ხარჭას, მააქას, შეეძინა შებერი და თირხანა, 49 აგრეთვე შააფი, მადმანას+ მამა, შევა — მაქბენასა და გიბეას+ მამა. ქალების+ ასული იყო აქსა.+ 50 ესენი იყვნენ ქალების შთამომავლები.
ეფრათას+ პირმშოს, ხურის,+ ვაჟები იყვნენ: შობალი, კირიათ-იეარიმის+ მამა, 51 სალმა, ბეთლემის+ მამა, და ხარეფი, ბეთ-გადერის მამა. 52 შობალს, კირიათ-იეარიმის მამას, ჰყავდა ვაჟი ჰაროე. შობალი მენუხოთელთა ნახევრის წინაპარიც იყო. 53 კირიათ-იეარიმში შემდეგი საგვარეულოები ცხოვრობდნენ: ითრელები,+ ფუთელები, შუმათელები და მიშრაელები. მათგან წარმოიშვნენ ცორათელები+ და ეშთაოლელები.+ 54 სალმას შთამომავლები იყვნენ: ბეთლემელები,+ ნეტოფელები, ატროთ-ბეთ-იოაბელები, მანახათელთა ნახევარი და ცორელები. 55 იაბეცში მცხოვრებ გადამწერთა საგვარეულოებს მიეკუთვნებოდნენ: თირათელები, შიმათელები და სუქათელები. ისინი იყვნენ კენიელები,+ რომლებიც წარმოიშვნენ ხამათისგან, რექაბის+ სახლეულობის მამამთავრისგან.