რიცხვები
2 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 „ისრაელები სამტომიან დანაყოფებად+ უნდა დაბანაკდნენ, თითოეული თავისი საგვარეულოს ნიშანთან. შეხვედრის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, პირით კარვისკენ.
3 აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს, რაზმებად დაბანაკდება იუდას ბანაკის სამტომიანი დანაყოფი. იუდას შთამომავლების თავკაცი იქნება ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი. 4 მის რაზმში 74 600 კაცი აღირიცხა.+ 5 იუდას ტომის გვერდით ისაქარის ტომი დაბანაკდება. ისაქარის შთამომავლების თავკაცი იქნება ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი. 6 მის რაზმში 54 400 კაცი აღირიცხა.+ 7 შემდეგი იქნება ზებულონის ტომი. ზებულონის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიაბი,+ ხელონის ვაჟი. 8 მის რაზმში 57 400 კაცი აღირიცხა.+
9 იუდას ბანაკის რაზმებში სულ 186 400 კაცი აღირიცხა. ისინი პირველები უნდა დაიძრან.+
10 რეუბენის+ ბანაკის სამტომიანი დანაყოფი სამხრეთით დაბანაკდება რაზმებად. რეუბენის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიცური,+ შედურის ვაჟი. 11 მის რაზმში 46 500 კაცი აღირიცხა.+ 12 რეუბენის ტომის გვერდით სიმონის ტომი დაბანაკდება. სიმონის შთამომავლების თავკაცი იქნება შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი. 13 მის რაზმში 59 300 კაცი აღირიცხა.+ 14 შემდეგი იქნება გადის ტომი. გადის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიასაფი,+ რეუელის ვაჟი. 15 მის რაზმში 45 650 კაცი აღირიცხა.+
16 რეუბენის ბანაკის რაზმებში სულ 151 450 კაცი აღირიცხა. ისინი მეორეები უნდა დაიძრან.+
17 შეხვედრის კარვის გადაადგილებისას+ ლევიანების ბანაკი დანარჩენ ბანაკებს შორის უნდა იყოს მოქცეული.
დანარჩენი ტომები იმავე თანმიმდევრობით უნდა გადაადგილდნენ,+ რა თანმიმდევრობითაც დაბანაკდებიან; თითოეული თავის ადგილზე უნდა იყოს თავის სამტომიან დანაყოფში.
18 ეფრემის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი დასავლეთით დაბანაკდება რაზმებად. ეფრემის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიშამა,+ ამიჰუდის ვაჟი. 19 მის რაზმში 40 500 კაცი აღირიცხა.+ 20 მის გვერდით მენაშეს+ ტომი იქნება. მენაშეს შთამომავლების თავკაცი იქნება გამალიელი,+ ფედაცურის ვაჟი. 21 მის რაზმში 32 200 კაცი აღირიცხა.+ 22 შემდეგი იქნება ბენიამინის ტომი. ბენიამინის შთამომავლების თავკაცი იქნება აბიდანი,+ გედეონის ვაჟი. 23 მის რაზმში 35 400 კაცი აღირიცხა.+
24 ეფრემის ბანაკის რაზმებში სულ 108 100 კაცი აღირიცხა. ისინი მესამეები უნდა დაიძრან.+
25 დანის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი ჩრდილოეთით დაბანაკდება რაზმებად. დანის შთამომავლების თავკაცი იქნება ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი. 26 მის რაზმში 62 700 კაცი აღირიცხა.+ 27 მის გვერდით აშერის ტომი დაბანაკდება. აშერის შთამომავლების თავკაცი იქნება ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი. 28 მის რაზმში 41 500 კაცი აღირიცხა.+ 29 შემდეგი იქნება ნაფთალის ტომი. ნაფთალის შთამომავლების თავკაცი იქნება ახირა,+ ენანის ვაჟი. 30 მის რაზმში 53 400 კაცი აღირიცხა.+
31 დანის ბანაკში სულ 157 600 კაცი აღირიცხა. მისი სამტომიანი დანაყოფი ბოლო უნდა დაიძრას“.+
32 ესენი არიან ის ისრაელები, რომლებიც თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხნენ. ბანაკების რაზმებში სულ 603 550 კაცი აღირიცხა.+ 33 ლევიანები დანარჩენ ისრაელებთან ერთად+ არ აღრიცხულან,+ როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები. 34 ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები. ბანაკდებოდნენ და იძვრებოდნენ+ სამტომიან დანაყოფებად,+ თითოეული თავისი საგვარეულოს მიხედვით.