გამოსვლა
26 „დაამზადე კარვისთვის+ ძვირფასი გრეხილი სელის ძაფის, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის და ალისფერი ნართისგან ათი ქსოვილი. ზედ ქერუბიმები+ ამოქარგე.+ 2 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 28 წყრთა* უნდა იყოს, სიგანე — 4 წყრთა. კარვის ყველა ქსოვილი ერთი ზომისა უნდა იყოს.+ 3 კარვის ხუთი ქსოვილი ერთმანეთს გადააბი, ერთმანეთს გადააბი კარვის დანარჩენი ხუთი ქსოვილიც. 4 გაუკეთე ლურჯი ძაფის მარყუჟები ერთმანეთზე გადაბმული კარვის ქსოვილების ორივე კიდეს გადაბმის ადგილებზე. 5 კარვის ქსოვილის ერთ კიდეს 50 მარყუჟი გაუკეთე და კარვის ქსოვილის მეორე კიდეს — 50 მარყუჟი, ერთმანეთის პირისპირ, გადაბმის ადგილებზე. 6 გააკეთე 50 ოქროს სამაგრი; ამ სამაგრებით კარვის ქსოვილები ერთმანეთს გადააბი და კარავი ერთი მთლიანი გახდება.+
7 კარავზე გადასაფარებლად თხისურის+ ქსოვილი დაამზადე. 11 ქსოვილი დაამზადე კარვისთვის.+ 8 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 30 წყრთა იყოს, სიგანე — 4 წყრთა. კარვის 11-ვე ქსოვილი ერთი ზომისა უნდა იყოს. 9 ცალკე 5 ქსოვილი გადააბი ერთმანეთს, ცალკე — 6. მე-6 ქსოვილი ორად გადაკეცე კარვის წინა მხარეს. 10 კარვის ქსოვილის ერთ კიდეს 50 მარყუჟი გაუკეთე და კარვის ქსოვილის მეორე კიდეს — 50 მარყუჟი გადაბმის ადგილებზე. 11 გააკეთე 50 სპილენძის სამაგრი, ეს სამაგრები გაუკეთე მარყუჟებს, გადააბი კარვის ქსოვილები ერთმანეთს და კარავი ერთი მთლიანი გახდება. 12 კარვის ქსოვილის ბოლოები ჩამოშვებული იყოს. ქსოვილის ერთი ბოლო კარვის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული. 13 კარვის ქსოვილის დანარჩენი ბოლოები თითო-თითო წყრთით იყოს ჩამოშვებული როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, რათა დაიფაროს კარავი.
14 კარვისთვის ვერძის წითლად შეღებილი ტყავის გადასაფარებელიც დაამზადე და მასზე გადასაფარებლად სელაპის ტყავის გადასაფარებელი.+
15 გააკეთე კარვისთვის ჩარჩოები+ აკაციის ხისგან და სწორად ჩადგი.+ 16 თითოეული ჩარჩო სიმაღლით 10 წყრთა უნდა იყოს, სიგანით — წყრთა-ნახევარი. 17 თითოეულ ჩარჩოს 2 კოტა უნდა ჰქონდეს გვერდიგვერდ. ასე გააკეთე კარვის ყველა ჩარჩო. 18 გააკეთე 20 ჩარჩო კარვის სამხრეთი ნაწილისთვის.
19 გააკეთე 40 ვერცხლის საყრდენი+ 20 ჩარჩოსთვის: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი ორივე კოტის ჩასასმელად, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი კოტების ჩასასმელად.+ 20 კარვის ჩრდილოეთი ნაწილისთვისაც 20 ჩარჩო გააკეთე. 21 გაუკეთე მათ 40 ვერცხლის საყრდენი: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი. 22 კარვის უკანა, დასავლეთი ნაწილისთვის 6 ჩარჩო გააკეთე.+ 23 კარვის უკანა ნაწილისთვის კიდევ 2 ჩარჩო გააკეთე კუთხეების ბოძებად, 24 რომლებიც ორმაგად უნდა ამოდიოდეს ძირიდან ბოლომდე, პირველ რგოლამდე. ორივე ასე უნდა გაკეთდეს. ისინი კუთხეების ბოძები იქნება. 25 სულ 8 ჩარჩო და 16 ვერცხლის საყრდენი გააკეთე: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი.
26 გააკეთე ძელები აკაციის ხისგან: კარვის ერთი გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი,+ 27 კარვის მეორე გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი და კარვის უკანა, დასავლეთი, ნაწილის ჩარჩოებისთვისაც — 5 ძელი. 28 შუა ძელი ჩარჩოებს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე უნდა გასდევდეს.
29 ოქროთი მოავარაყე ჩარჩოები;+ გაუკეთე ჩარჩოებს ოქროს რგოლები ძელების გასაყრელად; ძელებიც ოქროთი მოავარაყე. 30 იმ გეგმის მიხედვით ააგე კარავი, რომელიც აქ, მთაზე, გიჩვენე.+
31 დაამზადე ფარდა+ ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან. ზედ ქერუბიმები ამოქარგე. 32 ჩამოკიდე ის ოქროთი მოვარაყებულ 4 აკაციის სვეტზე. სვეტებზე მიმაგრებული კაუჭებიც ოქროსი უნდა იყოს. სვეტები 4 ვერცხლის საყრდენზე დადგი. 33 ფარდა სამაგრებს ქვემოთ ჩამოკიდე; ფარდის შიგნით მოწმობის კიდობანი+ შეიტანე. ფარდა წმინდას+ წმინდათაწმინდისგან+ გამოყოფს. 34 წმინდათაწმინდაში მოწმობის კიდობანს სახურავი დაახურე.
35 ფარდის აქეთ მაგიდა დადგი, მაგიდის პირდაპირ, კარვის სამხრეთ ნაწილში — სალამპრე.+ მაგიდა კარვის ჩრდილოეთ ნაწილში დადგი. 36 კარვის შესასვლელისთვის ფარდა ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან მოქსოვე.+ 37 ფარდისთვის აკაციის ხისგან 5 სვეტი გააკეთე და ოქროთი მოავარაყე. მათზე მიმაგრებული კაუჭებიც ოქროსი უნდა იყოს. სვეტებისთვის 5 სპილენძის საყრდენი ჩამოასხი“.