დაბადება
33 გაიხედა იაკობმა და დაინახა, რომ ესავი 400 კაცით მოდიოდა.+ ბავშვები ლეას, რახელსა და ორ მოახლეს ჩააბარა.+ 2 წინ მოახლეები და მათი შვილები დააყენა,+ უკან — ლეა და მისი შვილები,+ ბოლოში კი — რახელი+ და იოსები. 3 თვითონ ყველაზე წინ წავიდა. სანამ თავის ძმას მიუახლოვდებოდა, შვიდჯერ დაემხო პირქვე.
4 გაექანა ესავი მისკენ, გადაეხვია, გადაკოცნა და ორივენი ატირდნენ. 5 როცა ესავმა ქალები და ბავშვები დაინახა, იკითხა: „ესენი ვინ არიან?“ იაკობმა მიუგო: „ჩემი შვილები არიან; ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს“.+ 6 მაშინ გამოვიდნენ მოახლეები და მათი შვილები და პირქვე დაემხვნენ. 7 ლეა და მისი შვილებიც გამოვიდნენ და პირქვე დაემხვნენ. ბოლოს იოსები და რახელი გამოვიდნენ და ისინიც პირქვე დაემხვნენ.+
8 ესავმა იაკობს ჰკითხა: „რატომ გამოგზავნე ის ბანაკი, წინ რომ შემომხვდა?“+ მან მიუგო: „წყალობა რომ მეპოვა ჩემი ბატონის თვალში“.+ 9 ესავმა უთხრა: „დიდძალი ქონება მაქვს, ჩემო ძმაო.+ შენი შენ გქონდეს“. 10 იაკობმა მიუგო: „გთხოვ, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი; იმიტომ მოგართვი, რომ შენი სახე მეხილა, და ვიხილე კიდეც, თითქოს ღვთის სახე მეხილოს, რადგან კარგად მიმიღე.+ 11 გთხოვ, მიიღე ეს ძღვენი*;+ ღვთის წყალობით არაფერი მაკლია“.+ იაკობი დაჟინებით სთხოვდა და ესავმაც აიღო ძღვენი.
12 შემდეგ ესავმა უთხრა: „მოდი დავიძრათ; მე წინ წავალ“. 13 მან მიუგო: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ ბავშვები სათუთები არიან.+ მაწოვარი ცხვარ-ძროხაც მყავს და, თუ სწრაფად, ერთ დღეში, გავრეკავთ, მთელი საქონელი გამიწყდება. 14 წავიდეს ჩემი ბატონი თავისი მსახურის წინ, მე კი აუჩქარებლად, საქონლისა და ბავშვების ნაბიჯით ვივლი და მივალ ჩემს ბატონთან სეირში“.+ 15 ესავმა უთხრა: „მოდი ჩემი ხალხიდან ზოგს შენ გამოგაყოლებ“. იაკობმა მიუგო: „რა საჭიროა?! ოღონდ წყალობა ვპოვო ჩემი ბატონის თვალში“. 16 ესავი იმავე დღეს გაბრუნდა სეირისკენ.
17 დაიძრა იაკობი სუქოთისკენ.+ აიშენა სახლი და საქონლისთვისაც გააკეთა სადგომი. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სუქოთი*.
18 ფადან-არამიდან+ წამოსვლის შემდეგ იაკობი მშვიდობით ჩავიდა ქანაანში+ და ქალაქ შექემთან+ დაბანაკდა. 19 შექემის მამის, ხამორის, ვაჟებისგან 100 კესიტად* მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც კარავი დადგა.+ 20 აღმართა იქ სამსხვერპლო და მას ღმერთი, ისრაელის ღმერთი, უწოდა.+