ასაფის საგალობელი.+
82 ღმერთი დგას თავის კრებულში,+
ღმერთებს შორის ასამართლებს:+
2 „როდემდე უნდა განსჯიდეთ უსამართლოდ+
და როდემდე უნდა სწყალობდეთ ბოროტს?!+ (სელა)
3 გამოექომაგეთ საწყალსა და ობოლს;+
სამართალი გაუჩინეთ უმწეოსა და ღარიბს;+
4 იხსენით საწყალი და ღატაკი,
ბოროტის ხელიდან დაიხსენით!“
5 არაფერი იციან და არაფერი ესმით,+
სიბნელეში დადიან;
ირყევა დედამიწის საძირკვლები.+
6 «ვთქვი: „თქვენ ღმერთები ხართ,+
ყველანი უზენაესის ძეები ხართ,
7 მაგრამ მოკვდავთა ხვედრს გაიზიარებთ,+
სხვა მთავრებივით დაიხოცებით!“»+
8 აღდექ, ღმერთო, და გაასამართლე დედამიწა,+
რადგან შენია ყველა ხალხი!