ამოსი
5 «ისრაელო, ისმინე ეს სიტყვა, გლოვით რომ ვმღერი შენზე:
2 „დაეცა ქალწული ისრაელი, ვეღარ დგება;
მიტოვებულია თავის მიწაზე, არავინაა მისი წამომყენებელი“.
3 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
„იმ ქალაქში, საიდანაც ათასი მეომარი გამოდიოდა, ასი კაციღა დარჩება
და იქ, საიდანაც ასი მეომარი გამოდიოდა, ათიღა დარჩება ისრაელს“.+
4 აი, რას ეუბნება იეჰოვა ისრაელის ხალხს:
„მეძებეთ და იცოცხლეთ!+
და ბეთელი არარაობად იქცევა*.
რათა ის ცეცხლივით არ აგიზგიზდეს იოსების შთამომავლებზე,
და ისე არ გადაწვას ბეთელი, რომ არავინ იყოს ცეცხლის ჩამქრობი.
8 ქიმის* თანავარსკვლავედისა და ქესილის* თანავარსკვლავედის+ შემოქმედი,
ის, ვინც უკუნ ბნელს დილად აქცევს
და დღეს ღამესავით აბნელებს,+
ის, ვინც ზღვის წყლებს უხმობს,
და მიწის პირზე ღვრის+ —
იეჰოვაა მისი სახელი;
9 ის ელვის სისწრაფით დააქცევს ძლიერს
და დაამხობს ციხესიმაგრეებს.
11 რაკი მიწის ქირას სთხოვთ ღარიბს
და ბეგარად მარცვლეულს ართმევთ,+
ვეღარ იცხოვრებთ სახლებში, თლილი ქვებით რომ აიშენეთ,+
ვეღარც ღვინოს დალევთ საუცხოო ვენახებიდან, თქვენთვის რომ გაიშენეთ.+
12 რადგან ვიცი, რამდენად მძიმეა თქვენი დანაშაული
და რაოდენ მრავალია თქვენი ცოდვები —
ავიწროებთ მართალს,
ქრთამს იღებთ
და სამართალს არ უჩენთ ღარიბს ქალაქის კარიბჭესთან.+
და ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იყოს თქვენთან,
როგორც ამბობთ კიდეც.+
იქნებ ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ
შეიწყალოს იოსებისგან დარჩენილები“.+
16 ამიტომ, აი, რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„მოთქმას დაიწყებენ ყველა მოედანზე
და ყველა ქუჩაზე იტყვიან, ვაი, ვაიო!
მიწათმოქმედებს საგლოვად მოუხმობენ
და დაქირავებულ მოტირალებს — სატირლად.
18 ვაი მათ, ვისაც იეჰოვას დღის მოსვლა სწადია!+
რას მოგიტანთ იეჰოვას დღე?!+
ბნელი იქნება ის და არა ნათელი;+
19 ეს ისე იქნება, კაცი რომ ლომს გაექცევა და დათვს გადაეყრება,
მერე კი სახლში შევა, ხელით კედელს მიეყრდნობა და გველი დაგესლავს.
20 ბნელი იქნება იეჰოვას დღე და არა ნათელი!
წყვდიადით იქნება მოცული და არა სინათლით!
21 მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაულები,+
არ მსიამოვნებს თქვენს საზეიმო თავყრილობებზე დატრიალებული სუნი.