რიცხვები
26 იმ უბედურების+ შემდეგ იეჰოვამ მოსესა და ელეაზარს, აარონ მღვდლის ვაჟს, უთხრა: 2 „აღრიცხეთ მთელი ხალხი 20 წლიდან ზევით, თავიანთი შტოების მიხედვით, ყოველი ბრძოლისუნარიანი კაცი“.+ 3 დაელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ+ მღვდელი მოაბის ხრიოკ ველზე+ მდინარე იორდანესთან, იერიხონის+ მახლობლად: 4 „აღრიცხეთ ყველანი 20 წლიდან ზევით, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“.+
ეგვიპტიდან გამოსული ისრაელები იყვნენ: 5 რეუბენის,+ ისრაელის პირმშოს, ტომი. რეუბენის ვაჟები+ იყვნენ: ხანოქი — ხანოქელთა შტო; ფალუ — ფალუელთა შტო; 6 ხეცრონი — ხეცრონელთა შტო; ქარმი — ქარმელთა შტო. 7 ესენი იყვნენ რეუბენელთა შტოები. სულ 43 730 კაცი აღირიცხა.+
8 ფალუს ვაჟი იყო ელიაბი. 9 ელიაბის ვაჟები იყვნენ: ნემუელი, დათანი და აბირამი. დათანი და აბირამი ისრაელში რჩეული მამაკაცები იყვნენ; ისინი კორახის მხარდამჭერებთან+ ერთად მოსესა+ და აარონს აუმხედრდნენ, რითაც იეჰოვას აუმხედრდნენ.+
10 მაშინ დააღო მიწამ პირი და ჩაყლაპა ისინი. თავის მხარდამჭერებთან ერთად მოკვდა კორახი; ცეცხლმა 250 კაცი შთანთქა.+ ეს შემთხვევა გამაფრთხილებელ მაგალითად იქცა.+ 11 კორახის ვაჟები არ დახოცილან.+
12 სიმონის ვაჟები+ თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: ნემუელი — ნემუელელთა შტო; იამინი — იამინელთა შტო; იაქინი — იაქინელთა შტო; 13 ზერახი — ზერახელთა შტო; შაული — შაულელთა შტო. 14 ესენი იყვნენ სიმონის საგვარეულოს შტოები, სულ 22 200 კაცი.+
15 გადის ვაჟები+ თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: ცეფონი — ცეფონელთა შტო; ხაგი — ხაგელთა შტო; შუნი — შუნელთა შტო; 16 ოზნი — ოზნელთა შტო; ერი — ერელთა შტო; 17 აროდი — აროდელთა შტო; არელი — არელელთა შტო. 18 ესენი იყვნენ გადის საგვარეულოს შტოები; სულ 40 500 კაცი აღირიცხა.+
19 იუდას+ ვაჟები იყვნენ ერი და ონანი.+ ორივენი ქანაანში დაიხოცნენ.+ 20 იუდას ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: შელა+ — შელაელთა შტო; ფერეცი+ — ფერეცელთა შტო; ზერახი+ — ზერახელთა შტო. 21 ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი+ — ხეცრონელთა შტო; ხამული+ — ხამულელთა შტო. 22 ესენი იყვნენ იუდას საგვარეულოს შტოები; სულ 76 500 კაცი აღირიცხა.+
23 ისაქარის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: თოლა+ — თოლაელთა შტო; ფუვა — ფუვაელთა შტო; 24 იაშუბი — იაშუბელთა შტო; შიმრონი — შიმრონელთა შტო. 25 ესენი იყვნენ ისაქარის საგვარეულოს შტოები; სულ 64 300 კაცი აღირიცხა.+
26 ზებულონის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: სერედი — სერედელთა შტო; ელონი — ელონელთა შტო; იახლელი — იახლელელთა შტო. 27 ესენი იყვნენ ზებულონის საგვარეულოს შტოები; სულ 60 500 კაცი აღირიცხა.+
28 იოსების+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: მენაშე და ეფრემი.+ 29 მენაშეს+ ვაჟები იყვნენ: მაქირი+ — მაქირელთა შტო. მაქირს შეეძინა გალაადი; გალაადი+ — გალაადელთა შტო. 30 გალაადის ვაჟები იყვნენ: იეზერი — იეზერელთა შტო; ხელეკი — ხელეკელთა შტო; 31 ასრიელი — ასრიელთა შტო; შექემი — შექემელთა შტო; 32 შემიდა — შემიდაელთა შტო; ხეფერი — ხეფერელთა შტო. 33 ცელოფხადს,+ ხეფერის ვაჟს, არ ჰყავდა ვაჟები, მხოლოდ ასულები ჰყავდა.+ მათ ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა. 34 ესენი იყვნენ მენაშეს საგვარეულოს შტოები; სულ 52 700 კაცი აღირიცხა.+
35 ეფრემის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: შუთელა+ — შუთელაელთა შტო; ბექერი — ბექერელთა შტო; თახანი — თახანელთა შტო. 36 შუთელას ვაჟები იყვნენ: ერანი — ერანელთა შტო. 37 ესენი იყვნენ ეფრემის ვაჟების შტოები; სულ 32 500 კაცი აღირიცხა.+ ესენი იყვნენ იოსების ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით.
38 ბენიამინის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: ბელა+ — ბელაელთა შტო; აშბელი — აშბელელთა შტო; ახირამი — ახირამელთა შტო; 39 შეფუფამი — შეფუფამელთა შტო; ხუფამი — ხუფამელთა შტო. 40 ბელას ვაჟები იყვნენ არდი და ნაამანი: არდი — არდელთა შტო; ნაამანი+ — ნაამანელთა შტო. 41 ესენი იყვნენ ბენიამინის ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით; სულ 45 600 კაცი აღირიცხა.+
42 დანის+ ვაჟი* თავისი შტოს მიხედვით იყო შუხამი — შუხამელთა შტო. ეს იყო დანის საგვარეულოს შტო. 43 შუხამელთა შტოში სულ 64 400 კაცი აღირიცხა.+
44 აშერის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: იმნა — იმნაელთა შტო; იშვი — იშველთა შტო; ბერია — ბერიაელთა შტო; 45 ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი — ხებერელთა შტო; მალქიელი — მალქიელელთა შტო. 46 აშერის ასულს ერქვა სერა. 47 ესენი იყვნენ აშერის საგვარეულოს შტოები; სულ 53 400 კაცი აღირიცხა.+
48 ნაფთალის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: იახცეელი — იახცეელელთა შტო; გუნი — გუნელთა შტო; 49 იეცერი — იეცერელთა შტო; შილემი — შილემელთა შტო. 50 ესენი იყვნენ ნაფთალის საგვარეულოს შტოები; სულ 45 400 კაცი აღირიცხა.+
51 ისრაელთაგან სულ 601 730 კაცი აღირიცხა.+
52 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 53 „დაუნაწილეთ მათ ეს მიწა სამკვიდროდ მათი სახელების რაოდენობის მიხედვით.+ 54 დიდ შტოს დიდი სამკვიდრო მიეცით, პატარას კი — პატარა.+ თითოეულ შტოს სამკვიდრო აღრიცხულთა რაოდენობის მიხედვით მიეცით. 55 მიწა წილისყრით უნდა დანაწილდეს.+ სამკვიდრო ყველამ თავ-თავისი ტომის მიწაზე უნდა მიიღოს. 56 სამკვიდრო წილისყრით უნდა დაუნაწილდეს დიდ შტოსაც და პატარა შტოსაც“.
57 ლევიანები+ თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: გერშონი — გერშონელთა შტო; კეჰათი+ — კეჰათელთა შტო; მერარი — მერარელთა შტო. 58 ესენი იყვნენ ლევიანთა შტოები: ლიბნელთა+ შტო, ხებრონელთა+ შტო, მახლელთა+ შტო, მუშელთა+ შტო და კორახელთა+ შტო.
კეჰათს შეეძინა ამრამი.+ 59 ამრამის ცოლს იოქებედი+ ერქვა. ის იყო ლევის ასული, რომელიც ლევის ცოლმა ეგვიპტეში გაუჩინა. იოქებედმა ამრამს აარონი, მოსე და მირიამი,+ მათი და, გაუჩინა. 60 აარონს შეეძინა ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.+ 61 ნადაბი და აბიჰუ დაიხოცნენ, ვინაიდან იეჰოვას წინაშე უკანონო ცეცხლი მიიტანეს.+
62 აღრიცხულ ლევიანთა რაოდენობა, ყველა მამრისა, ერთი თვიდან ზევით 23 000 იყო.+ ისინი ისრაელის დანარჩენ ტომებთან ერთად არ აღრიცხულან,+ რადგან მათ ისრაელებს შორის სამკვიდრო არ უნდა მიეღოთ.+
63 მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ისრაელები მოაბის ხრიოკ ველზე იორდანესთან, იერიხონის მახლობლად, აღრიცხეს. 64 ამ აღრიცხულთა შორის არ იყვნენ ის ისრაელები, რომლებიც მოსემ და აარონ მღვდელმა სინაის უდაბნოში აღრიცხეს,+ 65 რადგან იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ ისინი უდაბნოში დაიხოცებოდნენ.+ მათგან ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა არავინ გადარჩენილა.+