ამოსი
7 აი, რა მახილვინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ: თავი მოუყარა მან კალიების გუნდს, როცა აღმოცენდა საგვიანო ნათესი*. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეფისთვის ბალახი მოთიბეს. 2 როცა კალიების გუნდმა მიწის მცენარეულობა გადაჭამა, ვთქვი: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, გევედრები, აპატიე შენს ხალხს!+ რა გადაარჩენს იაკობს, ასე უმწეოს?!“+
3 გადაიფიქრა იეჰოვამ+ და თქვა იეჰოვამ, აღარ მოხდებაო ეს.
4 აი, რა მახილვინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ: ცეცხლი მოუვლინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ მიწას; ამოაშრო დიდი და ღრმა წყალი და გადაწვა მიწის ნაწილი. 5 ვთქვი: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, გევედრები, შეჩერდი!+ რა გადაარჩენს იაკობს, ასე უმწეოს?!“+
6 კვლავ გადაიფიქრა იეჰოვამ+ და თქვა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ, არც ეს მოხდებაო.
7 აი, კიდევ რა მახილვინა მან: იეჰოვა იდგა შვეულით გასწორებულ კედელზე და ხელშიც შვეული ეჭირა. 8 მკითხა იეჰოვამ: „რას ხედავ, ამოს?“ მივუგე, შვეულს-მეთქი. მაშინ მითხრა იეჰოვამ: „შვეულს ჩავუშვებ ჩემს ხალხში, ისრაელში და მეტად აღარ ვაპატიებ მათ.+ 9 გაპარტახდება ისაკის მაღლობები+ და განადგურდება ისრაელის წმინდა ადგილები,+ მახვილს დავცემ იერობოამის საგვარეულოს!“+
10 ბეთელის მღვდელმა ამაციამ+ შეუთვალა ისრაელის მეფე იერობოამს:+ „შეთქმულებას გიწყობს ამოსი ისრაელში.+ ამ მიწის მკვიდრთ ვეღარ აუტანიათ მისი სიტყვები,+ 11 რადგან ამბობს, მახვილით მოკვდება იერობოამი, ისრაელს კი თავისი მიწიდან გადაასახლებენო“.+
12 უთხრა ამაციამ ამოსს: „წინასწარმხილველო, წადი, გაიქეცი იუდაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე,+ 13 ბეთელში კი აღარ იწინასწარმეტყველო,+ რადგან მეფის წმინდა ადგილი და სამეფოს ტაძარია!“+
14 მაშინ მიუგო ამოსმა ამაციას: «მე არც წინასწარმეტყველი ვყოფილვარ და არც წინასწარმეტყველის ვაჟი, მწყემსი ვიყავი+ და სიკომოროს ლეღვის მომყვანი. 15 იეჰოვამ დამანებებინა თავი ფარისთვის და მითხრა იეჰოვამ: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს.+ 16 ახლა კი ისმინე იეჰოვას სიტყვა: შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველოო ისრაელზე+ და სიტყვა არ დაგცდესო+ ისაკის შთამომავლებზე. 17 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „შენი ცოლი გამეძავდება ქალაქში, შენს ვაჟებსა და ასულებს მახვილით მოკლავენ, შენი მიწა ლარით განაწილდება, თავად შენ უწმინდურ მიწაზე მოკვდები, ისრაელს კი თავისი მიწიდან გადაასახლებენ!“»+