მეფეები — წიგნი პირველი
15 ნებატის ძის, იერობოამის,+ მეფობის მე-18 წელს იუდაში აბიამი გამეფდა.+ 2 მან სამი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო მააქა,+ აბიშალომის* შვილიშვილი. 3 ისიც ისევე სცოდავდა, როგორც მამამისი; თავისი წინაპარი დავითისგან განსხვავებით მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან. 4 დავითის გამო მას იეჰოვამ,+ თავისმა ღმერთმა, არ ჩაუქრო ლამპარი იერუსალიმში+ — მისი ვაჟი გაამეფა მის შემდეგ და დაიცვა იერუსალიმი, 5 რადგან სწორად იქცეოდა დავითი იეჰოვას თვალში; მთელი სიცოცხლე არ გადაუხვევია არცერთი მისი ბრძანებისთვის, გარდა ხეთელი ურიას შემთხვევისა.+ 6 გაუთავებელი ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.+
7 აბიამის დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ აბიამსა და იერობოამს შორისაც იყო ომი.+ 8 განისვენა აბიამმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის დავითის ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი ასა+ გამეფდა.+
9 ისრაელის მეფე იერობოამის მეფობის მე-20 წელს ასა გამეფდა იუდაზე. 10 მან იერუსალიმში 41 წელი იმეფა. ბებიამისი იყო მააქა,+ აბიშალომის შვილიშვილი. 11 სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას თვალში+ თავისი წინაპარი დავითის მსგავსად. 12 გაყარა იმ მიწიდან ტაძრის მეძავი კაცები+ და მოიშორა თავისი მამა-პაპის გაკეთებული საზიზღარი კერპები*.+ 13 მეფე ასამ ბებიამისს, მააქას,+ დედოფლობა ჩამოართვა, რადგან მას საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული სათაყვანო ბოძისთვის. აჩეხა ასამ ეს კერპი+ და კედრონის ხევში დაწვა.+ 14 სათაყვანო მაღლობები არ გაუქმებულა,+ თუმცა ასა იეჰოვას ერთგული იყო მთელი სიცოცხლე. 15 მან იეჰოვას ტაძარში მიიტანა ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც მას და მამამისს განეწმინდათ.+
16 გაუთავებელი ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბააშას შორის.+ 17 გამოვიდა ისრაელის მეფე ბააშა იუდას წინააღმდეგ და რამის გამაგრება დაიწყო,+ რათა ვერც ვერავინ შესულიყო იუდას მეფე ასას სამეფოში და ვერც ვერავინ გამოსულიყო.+ 18 გამოიტანა ასამ იეჰოვას ტაძრისა და მეფის სასახლის საგანძურებში დარჩენილი ოქრო-ვერცხლი და თავისი მსახურების ხელით დამასკოში მცხოვრებ სირიის მეფეს,+ ტაბრიმონის ძესა და ხეზიონის შვილიშვილს, ბენ-ჰადადს, გაუგზავნა, და შეუთვალა: 19 „შეთანხმება გვაქვს მე და შენ, მამაჩემსა და მამაშენს. აი, ძღვნად გიგზავნი ოქრო-ვერცხლს; დაარღვიე ისრაელის მეფე ბააშასთან დადებული შეთანხმება, რომ ჩამომშორდეს!“ 20 ბენ-ჰადადიც მეფე ასას ნათქვამისამებრ მოიქცა; გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ, რომლებმაც აიღეს იონი,+ დანი,+ აბელ-ბეთ-მააქა, მთელი ქინერეთი და მთელი ნაფთალის მიწა. 21 როგორც კი ეს ამბავი ბააშამ შეიტყო, მაშინვე შეწყვიტა რამის გამაგრება და თირცაში დაბრუნდა.+ 22 მეფე ასამ კი უკლებლივ შეკრიბა მთელი იუდა, მათაც წამოიღეს ქვები და მორები, რომლებითაც ბააშა რამას ამაგრებდა, და ამ მასალით მეფე ასა ბენიამინის გებისა+ და მიცფის გამაგრებას შეუდგა.+
23 ასას დანარჩენ საქმეებზე, მის ძლევამოსილებაზე, იმ ყოველივეზე, რაც მან გააკეთა, და მის მიერ გამაგრებულ ქალაქებზე, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მოხუცდა იგი და ფეხები დაუავადდა.+ 24 ბოლოს განისვენა ასამ თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს თავისი წინაპრის, დავითის, ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოშაფატი+ გამეფდა.
25 იუდას მეფე ასას მეფობის მეორე წელს ისრაელზე იერობოამის ვაჟი ნადაბი+ გამეფდა და ორი წელი იმეფა ისრაელზე. 26 ბოროტებას სჩადიოდა იგი იეჰოვას თვალში; ისე სცოდავდა, როგორც მამამისი,+ რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 27 შეთქმულება მოუწყო მას ბააშამ, ისაქარისტომელი ახიას ვაჟმა, და მოკლა მან იგი ფილისტიმელთა გიბეთონთან,+ როცა ალყაში ჰყავდათ მოქცეული გიბეთონი ნადაბსა და მთელ ისრაელს. 28 მოკლა ის ბააშამ იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა. 29 გამეფებისთანავე ამოწყვიტა იერობოამის მთელი სახლეულობა. ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობოამს; ყველა გაანადგურა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით,+ 30 რადგან სცოდავდა იერობოამი და ცოდვაში გახვია ისრაელი, რითაც დიდად შეურაცხყო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი. 31 ნადაბის დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 32 გაუთავებელი ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბააშას შორის.+
33 იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს ახიას ვაჟი ბააშა გამეფდა თირცაში მთელ ისრაელზე და 24 წელი იმეფა.+ 34 ბოროტებას სჩადიოდა იგი იეჰოვას თვალში;+ ისე სცოდავდა, როგორც იერობოამი, რომელმაც ისრაელი ცოდვაში გახვია.+