ნეემია
12 აი მღვდლები და ლევიანები, რომლებიც დაბრუნდნენ შეალთიელის+ ვაჟ ზერუბაბელთან+ და იეშუასთან+ ერთად: სერაია, იერემია, ეზრა, 2 ამარია, მალუქი, ხატუში, 3 შექანია, რეხუმი, მერემოთი, 4 იდო, გინეთოი, აბია, 5 მიამინი, მაადია, ბილგა, 6 შემაია, იოიარიბი, იედაია, 7 სალუ, ამოკი, ხილკია და იედაია. ესენი იყვნენ მღვდლებისა და მათი მოძმეების თავკაცები იეშუას დროს.
8 ლევიანთაგან იყვნენ: იეშუა, ბინუი, კადმიელი,+ შერებია, იუდა და მათანია,+ რომლებიც თავიანთ მოძმეებთან ერთად საგალობლების შესრულებას უძღვებოდნენ. 9 მათი მოძმეები, ბაკბუკია და უნი, მათ მოპირდაპირე მხარეს იდგნენ სადარაჯოზე*. 10 იეშუას შეეძინა იოიაკიმი, იოიაკიმს შეეძინა ელიაშიბი,+ ელიაშიბს კი — იოიადა,+ 11 იოიადას შეეძინა იონათანი, იონათანს კი — იადუა.
12 აი მღვდლები, რომლებიც იოიაკიმის დროს საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ: სერაიას+ საგვარეულოდან — მერაია, იერემიას საგვარეულოდან — ხანანია, 13 ეზრას+ საგვარეულოდან — მეშულამი, ამარიას საგვარეულოდან — იეჰოხანანი, 14 მალუქის საგვარეულოდან — იონათანი, შებანიას საგვარეულოდან — იოსები, 15 ხარიმის+ საგვარეულოდან — ადნა, მერაიოთის საგვარეულოდან — ხელკაი, 16 იდოს საგვარეულოდან — ზაქარია, გინეთონის საგვარეულოდან — მეშულამი, 17 აბიას+ საგვარეულოდან — ზიქრი, მინიამინის საგვარეულოდან — ...*, მოადიას საგვარეულოდან — ფილტაი, 18 ბილგას+ საგვარეულოდან — შამუა, შემაიას საგვარეულოდან — იეჰონათანი, 19 იოიარიბის საგვარეულოდან — მათენაი, იედაიას+ საგვარეულოდან — უზი, 20 სალაის საგვარეულოდან — კალაი, ამოკის საგვარეულოდან — ებერი, 21 ხილკიას საგვარეულოდან — ხაშაბია, იედაიას საგვარეულოდან — ნეთანელი.
22 ლევიანებისა და მღვდლების საგვარეულოთა თავკაცები, ელიაშიბის, იოიადას, იოხანანისა და იადუას+ დროს, სპარსელი დარიოსის მეფობამდე, იყვნენ აღნუსხულნი.
23 ლევიანები, რომლებიც საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ, იოხანანის, ელიაშიბის ვაჟის, დრომდე იყვნენ აღნუსხული და მატიანეში შეტანილი. 24 ლევიანთა თავკაცთაგან იყვნენ ხაშაბია, შერებია და კადმიელის+ ვაჟი იეშუა,+ მათი მოძმეები მათ მოპირდაპირე მხარეს იდგნენ და ხოტბას ასხამდნენ და მადლობდნენ ღმერთს, ღვთის კაცის, დავითის, დადგენილი წესისამებრ;+ დარაჯთა ჯგუფები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. 25 მათანია,+ ბაკბუკია, ობადია, მეშულამი, თალმონი და აკუბი+ კარიბჭის მცველები+ იყვნენ, რომლებიც კარიბჭესთან საწყობებს დარაჯობდნენ. 26 ისინი ცხოვრობდნენ გამგებელ ნეემიას, მღვდელ და გადამწერ ეზრასა+ და იოიაკიმის, იეშუას+ ვაჟის, იოცადაკის, ვაჟის დროს.
27 როცა იერუსალიმის გალავნის აღდგენა უნდა აღენიშნათ, მოძებნეს ლევიანები და თავ-თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან იერუსალიმში ჩაიყვანეს, რათა გალავნის აღდგენა საგალობლებისა+ და წინწილების, ქნარებისა თუ სხვა სიმებიანი საკრავების თანხლებით აღენიშნათ გულმხიარულებს. 28 მგალობელთა შთამომავლები შეიკრიბნენ იორდანის მხარიდან, იერუსალიმის მიდამოებიდან და ნეტოფელების+ დასახლებებიდან, 29 ბეთ-გილგალიდან+ და გებისა+ და აზმავეთის+ მიდამოებიდან, რადგან მგალობლებს დასახლებები იერუსალიმის ირგვლივ ჰქონდათ გაშენებული. 30 განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები და განწმინდეს ხალხი,+ კარიბჭეები+ და გალავანი.+
31 ავიყვანე გალავანზე იუდას მთავრები, აგრეთვე დავნიშნე მგალობელთა ორი დიდი გუნდი და ჯგუფები, რომლებიც მათ გაჰყვებოდნენ. გალავანზე მყოფი ერთი გუნდი მარჯვნივ ნაცრის კარიბჭისკენ გაემართა.+ 32 ჰოშაია და იუდას მთავართა ნახევარი მათ გაჰყვნენ, 33 აგრეთვე აზარია, ეზრა და მეშულამი, 34 იუდა, ბენიამინი, შემაია და იერემია. 35 მღვდელთაგან საყვირებით+ ხელში მიჰყვებოდნენ ზაქარია, იონათანის ვაჟი, შემაიას ვაჟი, მათანიას ვაჟი, მიქაიას ვაჟი, ზაქურის ვაჟი, ასაფის ვაჟი,+ 36 და მისი მოძმეები: შემაია, აზარელი, მილალაი, გილალაი, მააი, ნეთანელი, იუდა და ხანანი; მათ ღვთის კაცის, დავითის, საკრავები მოჰქონდათ.+ მათ წინ გადამწერი ეზრა+ მოუძღოდა. 37 წყაროს კარიბჭიდან+ პირდაპირ ავიდნენ დავითის სასახლის ზემოთ მდებარე გალავნის აღმართით დავითის ქალაქის+ კიბესთან+ და მივიდნენ წყლის კარიბჭესთან,+ აღმოსავლეთით.
38 მგალობელთა მეორე გუნდი საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, მე და ხალხის ნახევარიც მას მივყვებოდით და მივდიოდით გალავანზე; გავიარეთ ღუმელთა კოშკი,+ ფართო კედელი,+ 39 ეფრემის კარიბჭე,+ ძველი ქალაქის კარიბჭე+ და თევზის კარიბჭე,+ ხანანელის კოშკი,+ მეას კოშკი და ცხვრის კარიბჭე;+ ჩვენ მცველთა კარიბჭესთან გავჩერდით.
40 ბოლოს მგალობელთა ეს ორი გუნდი ღვთის ტაძართან მივიდა; იქ გავჩერდით მე და ჩემთან ერთად მყოფი მმართველთა ნახევარიც, 41 და მღვდლები: ელიაკიმი, მაასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოენაი, ზაქარია და ხანანია საყვირებით ხელში, 42 აგრეთვე მაასეია, შემაია, ელეაზარი, უზი, იეჰოხანანი, მალქია, ელამი და ეცერი. მგალობლები ხმამაღლა მღეროდნენ იზრახიას ხელმძღვანელობით.
43 დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს და გაიხარეს,+ რადგან ღმერთმა დიდად გაახარა ისინი. ხარობდნენ ქალებიცა და ბავშვებიც,+ და შორს ისმოდა იერუსალიმიდან მხიარულების ხმა.+
44 იმ დღეს დანიშნეს კაცები საწყობების+ ზედამხედველებად, რომლებიც შესაწირავების,+ პირველი ნაყოფისა+ და მეათედისთვის+ იყო განკუთვნილი. იქ უნდა შეეგროვებინათ მღვდლებისა და ლევიანებისთვის კანონით დაწესებული წილი,+ ყანებიდან მოტანილი; ხარობდა იუდა, რადგან მსახურობდნენ მღვდლები და ლევიანები.+ 45 ისინი შეუდგნენ ღვთის წინაშე თავიანთი მოვალეობებისა და განწმენდის ვალდებულების შესრულებას; მგალობლებიცა და კარიბჭის მცველებიც ასე მოიქცნენ, დავითისა და მისი ძის, სოლომონის, დადგენილი წესებისამებრ. 46 წინათ, დავითისა და ასაფის დროს, მგალობლებსა და ღვთის საქებარი თუ სამადლობელი სიმღერების შესრულებას ხელმძღვანელები უძღვებოდნენ.+ 47 ზერუბაბელისა+ და ნეემიას დროს მთელი ისრაელი გასცემდა მგალობელთა+ და კარიბჭის მცველთა+ წილს მათი ყოველდღიური საჭიროებისამებრ. ისინი ლევიანებსაც აძლევდნენ წილს,+ ლევიანები კი — აარონის შთამომავლებს.